NASA ინოვაციური ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მრავალმილიარდიანი მემკვიდრის შესახებ საუბრობს — პროექტი, რომლის ამოცანა 2040-იანი წლების დასაწყისიდან დედამიწის მსგავსი პლანეტების ძიებაა. კოსმოსურ ხომალდს Habitable World Observatory (HWO) დაერქმევა, თუმცა ბევრი დეტალის გამჟღავნებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ…
ობსერვატორია თავიდანვე დაპროექტებული იქნება ისე, რომ შემდგომში მისი განახლება რობოტებმა შეძლონ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ კოსმოსურ ხომალდს აქ სტუმრობა ძირითადი კომპონენტების შესაცვლელად ან შესაკეთებლად შეეძლება. JWST-ის მსგავსად კი, HWO მზის გარშემო ლაგრანჟის წერტილში იქნება მოთავსებული.
თუმცა მანამდე, ნასა 2027 წლისთვის Nancy Grace Roman Observatory-ის გაშვებას გეგმავს, რომლის მიზანი ბნელ ენერგიასა და ეგზოპლანეტებზე ნადირობაა.
საინტერესოა ისიც, რომ ნასას HWO-სთვის რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, რაც მოიცავდა ერთ სეგმენტს, HabEx-ის 4-მეტრიან სარკის ობსერვატორიასა და LUVOIR-ს, მრავალსეგმენტიან 15-მეტრიან ობსერვატორიას. სავარაუდოდ, HWO ამ ორს შორის იქნება ან სულაც, მათ ნაზავს შეიძლება წარმოადგენდეს…
კოსმოსური ხომალდი განახლებისა და მოქნილობის გამო კონგრესისთვის უფრო მიმზიდველიც შეიძლება გახდეს. ამას კი ნასასთვის, ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება…