კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – NASA იდეების ჰაკათონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საქართველოში პირველი გლობალური 48-საათიანი ჰაკათონის – NASA International Space App Challenge გამარჯვებულები არიან: გიორგი ქაჩლიშვილისა და ალექსი ღუდუშაურისა და მერაბ კუტალიასა და ოთარ მამესწარაშვილის გუნდები. ოქტომბრის ბოლოს, გამარჯვებულები საკუთარ პროექტებს საერთაშორისო ჯილდოზე წარადგენენ – ხანძრის დასაფიქსირებელ აპლიკაციასა და სისტემას, რომელიც ელექტროენერგიის ნაცვლად მზის ენერგიას მოიხმარს.

საქართველოში პირველი გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი – NASA International Space App Challenge თბილისის სტარტაპბიუროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ორგანიზებით, 19-21 ოქტომბერს, აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში გაიმართა. მასში მონაწილეობა თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ჰაკათონში 50-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. 


ჰაკათონის მონაწილეები 5 კაციანმა ჟიურიმ შეაფასა.
NASA International Space App Challenge არის ყველაზე დიდი ჰაკათონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება და დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.
პროექტში მონაწილეობა თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.
ჰაკათონის მთავარი მიზანია, ისეთი იდეის შეკრება, რომელიც კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. 












