30
Oct
2019

NASA-მ, ჰელოუინის თემაზე, კოსმოსის ფოტოები გამოაქვეყნა

30 Oct 2019

Alta
Alta


NASA-ს მიერ, ცოტა ხნის წინ გაზიარებული კოსმოსის ფოტოები ჰაბლის ტელესკოპითაა გადაღებული და ჰელოუინის თემატიკას ეხმიანება. ფოტოებზე ასახულია მზე და ორი გალაქტიკა (მათ შორის AM 2026-424).
ფოტოზე მოცემული ორი გალაქტიკა ერთმანეთთან შეჯახების პროცესშია, მათი ზუსტი თანხვედრა, ანუ ერთ გალაქტიკად ქცევა კი NASA-ს თქმით, 1 ან 2 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება. „გალაქტიკის თვალების“ გარშემო „სახეს“ ვარსკვლავები ქმნიან. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ეს მოვლენა, ანუ „გალაქტიკის ვამპირი“ დედამიწასაც შეეხოს, ის 704 მილიონი სინათლის წელიწადითაა ჩვენგან დაშორებული.

ნასას მიერ გამოქვეყნებული მეორე ფოტო მზეზე მიმდინარე აფეთქებებს გვაჩვენებს და გვახსენებს ჰელოუინის ერთგვარ სიმბოლოს – გოგრას. ფოტო 2014 წელს, Solar Dynamics Observatory-ში გადაიღეს.

განხილვა