ამბავი ასეთია — ისტორიაში პირველად ნასამ ჰიპ-ჰოპის მომღერლის მუსიკა კოსმოსში გაგზავნა. მისი ელიოტის The Rain (Supa Dupa Fly) ვენერაზე გასულ პარასკევს 12 ივლისს გადასცეს Deep Space Network-ის მეშვეობით. ამგვარად, სიმღერამ, რომელც სიძლიერისა და ინდივიდუალიზმის ჰიმნად ითვლება, სინათლის სიჩქარით იმოგზაურა და მცხუნვარე პლანეტამდე 14 წუთში მიაღწია!
არ გეგონოთ, რომ რაიმე მასშტაბური მისიის ან ექსპერიმენტის ნაწილი იყო, ამ გადაწყვეტილების უკან ამბობენ, რომ ხელოვანის პირადი კავშირი იმალება პლანეტასთან… მომღერალი საჯაროდ საუბრობდა ვენერას სიყვარულზე, აღწერდა მას, როგორც სიძლიერისა და სილამაზის სიმბოლოს, რითაც თავისივე მუსიკასა და გზავნილებსაც ეხმიანება.
„ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამ სამყაროს გავცდი, ნასასთან ერთად, Deep Space Network-ის მეშვეობით, რომ The Rain (Supa Dupa Fly) პირველი ჰიპ-ჰოპ სიმღერა ხდება, რომელიც კოსმოსში გაუშვეს. ვენერაზე არჩევანი იმიტომ შევაჯერე, რომ იგი სიძლიერისა და სილამაზის სიმბოლოა. მე ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ხელოვნება და გზავნილი სამყაროს გავუზიარო“, — ამბობს მომღერალი.
NASA ელიოტის ნამუშევრების კულტურულ მნიშვნელობაზეც საუბრობს და კონკრეტულ ამბავს კოსმოსის მოყვარულების ახალი თაობისთვის შთამაგონებლად მიიჩნევს, შანსად, გააზიარონ თავიანთი მუსიკა კოსმოსში… თუმცა ეს არც იშვიათი შემთხვევაა, მაგალითად 2 წლის წინ გავიგეთ, რომ მთვარეზე საქართველოდან გორის ქალთა გუნდის სამი ნამუშევარი გაიგზავნა.