მარსის შესწავლა კვლავ საერთაშორისო კოსმოსური საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ორგანიზაციები, განსაკუთრებით აშშ-სა და ჩინეთში, მარსის ნიმუშების დედამიწის ლაბორატორიაში განთავსებას გეგმავენ.
თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ნამდვილად არ გამოხატავს ენთუზიაზმს ამ საკითხის მიმართ — ბევრი მათგანი შიშობს, რომ შესაძლოა, მარსის ნიმუშები უცნობ, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ პლანეტათაშორის პათოგენებს შეიცავდეს. ხოლო NASA ირწმუნება, რომ მისია არანაირ საფრთხეს არ შეიცავს გარემოსა დაა ადამიანის უსაფრთხოებისთვის, რასაც ბევრი ექსპერტი იზიარებს.
ცნობილმა ასტრობიოლოგმა, სტივ ბენერმა, განაცხადა, რომ თუ მარსის მასალები დედამიწისთვის საფრთხისშემცველი იქნებოდა, უკვე გვეცოდინებოდა ამის შესახებ. თანაც, წითელ პლანეტას ხშირად ეჯახება ასტეროიდები და სხვა კოსმოსური ქვები, რაც პლანეტის მატერიების საკმაოდ რეგულარულ გავრცელებას იწვევს კოსმოსში. ბენერის თქმით, მ მასალის დაახლოებით 500 კგ. ყოველწლიურად უკვე ხვდება დედამიწაზე.
„თუ მარსის მიკრობიოტა არსებობს და მას დედამიწის ბიოსფეროს განადგურება შეუძლია, ეს უკვე მოხდებოდა. NASA-ს რამდენიმე კილოგრამი კი არაფერს შეცვლის“, — აღნიშნავს ასტრობიოლოგი.
ცხადია, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო საკითხს საკმაოდ სერიოზულად უდგება. უფრო კონკრეტულად, „ნასა“ ნიმუშების შენახვას უსაფრთხო ბიოლაბიტორში გეგმავს, რომელიც მდებარეობს იუტაში, აშშ-ის საჰაერო ძალების დისტანციურ ობიექტთან. მთლიანობაში, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარსიანული პათოგენი ჩვენი პლანეტის ნგრევას გამოიწვევს.