in

რამდენიმე საათში NASA-ს ხომალდი მარსზე დაეშვება – „ტერორის 7 წუთი“ მეცნიერებისთვის

თბილისის დროით 00:00-ზე, 27 ნოემბერს (ნიუ-იორკის დროით 15 საათი, 26 ნოემბერი), NASA-ს ხომალდი InSight მარსზე დაშვებას ეცდება. ექვსთვიანი ფრენის შემდეგ, ის მოწყდება ფუძეს და მარსის ატმოსფეროსკენ დაიწყებს მოძრაობას. InSight 12 300 მილი საათში სიჩქარით იმოძრავებს და გაარღვევს მარსის ატმოსფეროს, ზუსტად 12 გრადუსით. მცირე ცდომილებაც კი ხომალდის კატასტროფის მომასწავებელია. ობიექტი პირველად შეეხება ატმოსფეროს 6 წუთითა და 45 წამით ადრე, დაშვებამდე. ამ დროის განმავლობაში, ის განიცდის 12-ჯერ ძლიერ აჩქარებას, ვიდრე დედამიწაზე დაშვების შემთხვევაში. ამ მოვლენისთვის თვალის დევნება პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

დაშვება, დაახლოებით, 7 წუთს გასტანს. ეს არის „ტერორის შვიდი წუთი“ InSight-ის შემქმნელებისთვის და მათ აქვთ ნერვიულობის მიზეზი. მარსი წარუმატებელი ხომალდების სასაფლაოა. სულ, მარსზე დაშვების 44 მცდელობა  გვქონია, აქედან, მხოლოდ 18 იყო წარმატებული. რადიოსიგნალს მარსიდან დედამიწამდე მოსაღწევად რვა წუთი და შვიდი წამი სჭირდება. ასე რომ, დაშვების პროცესი რვა წუთისა და შვიდი წამის დასრულებული იქნება, როცა ჩვენ მისიის წარმატების, ან წარუმატებლობის შესახებ გავიგებთ. პროცესი ავტომატურია და თვითონ ხომალდის მიერ იმართება.
რისი მიღწევის იმედი აქვთ InSight-ით მეცნიერებს? მარსზე აქამდე გაშვებული ხომალდებისგან განსხვავებით, InSight ერთ კონკრეტულ ადგილას დაჯდება და ინფორმაციას იქიდან მოგვაწვდის. მონაცემების მოპოვებისათვის InSight-ს აქვს 4.5 მეტრიანი ბურღი, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირს გახვრეტს და მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტემპერატურაა პლანეტის შიგნით. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს მოვლენა საინტერესოა. ეს დაეხმარება მეცნიერებს მარსზე და მის შიგნით, ბირთვში არსებული ტემპერატურის განსაზღვრაში. ასევე, ხომალდი აღჭურვილია სეისმოგრაფით, რომელიც ეცდება მარსზე მეტეორების დაცემით გამოწვეული ვიბრაციების დაფიქსირებას. აღნიშნული მონაცემები კი მოგვცემს ინფორმაციას წითელი პლანეტის განვითარების ისტორიის შესახებ.

“სთოლის” ინვენტარი ქუჩის მარკეტებისთვის

საქართველოს მთის კვირეული ექნება