in

NASA-მ ასტრონავტების ახალი ეკიპაჟი ISS-ზე გაუშვა!

მოდით, ჯერ ფაქტებს გაგიზიარებთ — გუშინ, ნასას Kennedy Space Center-იდან წარმატებული აფრენის შემდეგ, 4-კაციანმა გუნდმა ISS-ამდე მიაღწია. დიახ, ჩვენ SpaceX Crew-8-ზე ვსაუბრობთ, რომელიც სააგენტოს მერვე ეკიპაჟის მქონე კომერციული მისიაა. SpaceX Falcon 9-ის რაკეტამ სამეცნიერო ექსპედიციისთვის ე. წ. ორბიტალურ ლაბორატორიაში ნასას ასტრონავტები მეთიუ დომინიკი, მაიკლ ბარატი და ჯინეტ ეპსი გადაიყვანა, Roscosmos-ის კოსმონავტ ალექსანდრე გრებენკინთან ერთად. 

M2
M2

ვულოცავთ NASA-სა და SpaceX-ს კიდევ ერთ წარმატებულ დაშვებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე! ამ მერვე ეკიპაჟიან მისიაში, ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ ჩვენივე კომერციული პარტნიორობების ძალას და ამერიკულ გამჭრიახობას, რომელიც კოსმოსში წაგვიძღვება. სადგურზე ეკიპაჟი 200-ზე მეტ სამეცნიერო ექსპერიმენტსა და ტექნოლოგიურ დემონსტრაციებს ჩაატარებს, რათა დაგვეხმარონ კოსმოსის კვლევის ახალი ეპოქის გაძლიერებაში და ასე სარგებელი მოუტანონ კაცობრიობასაც, — აცხადებს ბილ ნელსონი, NASA-ს ადმინისტრატორი. 

Dragon-ის ფრენის ფარგლებში SpaceX დააკვირდება ავტომატური კოსმოსური ხომალდის მანევრებს კალიფორნიის მისიის საკონტროლო ცენტრიდან. ხოლო ნასას გუნდები Johnson Space Center-დან შეისწავლიან კოსმოსური სადგურის ოპერაციებს. რაც შეეხება Dragon-ის კოსმოსურ ხომალდ Endeavour-ს, იგი ავტომატურად დაჯდება სადგურის Harmony მოდულთან 5 მარტს, ნასა კი ამ პროცესებს Live-ში აჩვენებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ Crew-8 კოსმოსური სადგურის Expedition 70-ის ეკიპაჟს შეუერთდება, სადაც არიან NASA-ს ასტრონავტები ჯასმინ მოგბელი და ლორალ ო’ჰერა, ESA-ს ასტრონავტი ანდრეას მოგენსენი, სატოში ფუკურავა JAXA-დან და Roscosmos-ის კოსმონავტები კონსტანტინ ბორისოვი, ოლეგ კონონენკო და ნიკოლაი ჩაბი. ამგვარად, ცოტა ხნით კოსმოსური სადგურის წევრთა რაოდენობა 11-მდე გაიზრდება, სანამ რამდენიმე დღეში Crew-7-ის წევრები მოგბელი, მოგენსენი, ფუკურავა და ბორისოვი დედამიწაზე დაბრუნდებიან.

რაც შეეხება უშუალოდ Crew-8-ის მისიას, ისინი ახალ სამეცნიერო კვლევებს ჩაატარებენ, რაც მოიცავს ტვინის ორგანოიდების შესწავლას ნეიროგენერაციული დარღვევების გასაანალიზებლად, კოსმოსური ფრენების დროს სხეულში სითხის დონის ცვალებადობის, ულტრაიისფერი რადიაციის ეფექტებისა და მიკროგრავიტაციის შესწავლას. ჯამში კი ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების ოდენობა, როგორც უკვე ნელსონმა განაცხადა, 200-ს გადააჭარბებს. 

აღნიშნული მისიით ნასა მაქსიმალურად გამოიყენებს კოსმოსურ სადგურს, სადაც ასტრონავტები უკვე 23 წლის მანძილზე უწყვეტად ცხოვრობენ და მუშაობენ. ეს კი სარგებლის მომტანი იქნება დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის და გზას გაუხსნის Artemis-ის მიღმა არსებულ მოგზაურობებს მთვარისკენ…

ნახეთ: ხელოვნურად განათებული არქიტექტურული ესკიზები

როგორ მივიღოთ მონაწილეობა SOLO Visa კამპანიაში?