in

NASA-მ იუპიტერის წითელ ლაქასთან შავი წერტილი დააფიქსირა

ეს უბრალოდ იუპიტერის დიდი წითელი ლაქის კიდევ ერთი სურათი არ გეგონოთ, ცოტა უფრო ახლოდან თუ შეხედავთ, შავ ლაქას დაინახავთ, კიდევ უფრო ახლოდან დაკვირვებით კი მთვარეს, რომელიც კოსმოსში თავისი უზარმაზარი პლანეტის იუპიტერის ირგვლივ ბრუნავს. თავად ეს ახალგაზრდა პატარა მთვარე Amalthea-ა, რომელიც მართალია, ახლა იუპიტერის ყველაზე წითელი ლაქის წინ დააფიქსირეს, მაგრამ, თუ ასტრონომებს დავუჯერებთ, რეალურად იგი მზის სისტემაში ყველაზე წითელი ობიექტია. ამას კი მეცნიერები გოგირდით ხსნიან…

M2
M2

ხოლო სურათები მაშინ გადაიღეს, როცა კოსმოსური ხომალდი 59-ე ფრენის დროს იუპიტერის ღრუბლებიდან დაახლოებით 266 000 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. ხოლო მეცნიერმა ჯერალდ აიქსტადმა ზონდის კამერის ნედლი მონაცემები დაამუშავა, რათა ჩვენთვის მკაფიო სურათები შემოეთავაზებინა. მიღებული გამოსახულებების ავტორი კი JunoCam გახლავთ, რომლის მიზანიც მხოლოდ იუპიტერისთვის ფოტოების გადაღება კი არა, ამ პროცესში სხვების აზრის გათვალისწინებაცაა — მეცნიერები ადამიანებსაც ეკითხებიან, რაზე ფოკუსირდნენ შემდგომში.

თანაც Juno უკვე 7 წელია, რაც იუპიტერის ირგვლივ მოგზაურობს, მის წარმოშობასა და ევოლუციას შეისწავლის, მაგნიტურ ველებს, წყალსა და სხვა დეტალებს ზომავს ატმოსფეროში, ავრორებსაც აკვირდება და იუპიტერის მთვარეებსაც მასპინძლობს. მისიას კიდევ ერთ წელს გააგრძელებს მანამ, სანამ კოსმოსური ხომალდი არ მოკვდება, სავარაუდოდ, იუპიტერის ატმოსფეროში დაიწვება, შესაბამისად, არც რომელიმე მთვარესთან შეჯახების რისკი არსებობს. 

აი, რაც შეეხება Amalthea-ს, იუპიტერის 95 ოფიციალურად ცნობილი მთვარიდან, ერთ-ერთია, რომელიც პირველად 1892 წელს აღმოაჩინა ედუარდ ემერსონ ბარნარდმა. დაახლოებით 160 კილომეტრი სიგანისაა და კარტოფილის ფორმა აქვს, თუმცა მასა აკლია იმისათვის, რომ უფრო სიმეტრიულ სფეროდ გვესახებოდეს. 25 წლის წინ მასზე ნასას Galileo-ს კოსმოსურმა ხომალდმა კრატერები, ველები და გორაკებიც კი აღმოაჩინა: 

Amalthea Io-ს ორბიტის გზას ადგას, რომელიც ერთ-ერთია იუპიტერთან ახლოს მყოფი 4 დიდი მთვარიდან. იმდენად ახლოსაც კია, რომ Amalthea-ს ნახევარი დღე დასჭირდებოდა დედამიწაზე მისი პლანეტის ირგვლივ შემოსავლელად. თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მთვარე ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ობიექტია მზის სისტემაში — იმაზე მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე მზე, რასაც მეცნიერები იუპიტერის მაგნიტური ველით ხსნიან, რომელიც ელექტრო მუხტების სტიმულაციას მიმართავს. თუმცა ზუსტი პასუხი მაინც არ არსებობს…

და თუ იუპიტერის ირგვლივ Amalthea-სთან ერთად მოგზაურობა გსურთ, NASA-ს ვებგვერდს უნდა ესტუმროთ

ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები — პრემია „ელისოს“ ჟიურის „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“ წარადგენენ

რა უნდა იცოდეთ გოლფის შესახებ და რა კურსს გთავაზობთ „თბილისი ჰილსი“?