in

NASA ხის სატელიტის გასაშვებად ემზადება!

კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა სატელიტი ხისგან დაემზადებინა… ახლა კი უკვე გვეუბნებიან, რომ მისი გაშვება კოსმოსში მომდევნო ზაფხულს იაპონიის JAXS-ის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს საერთო მისიის ფარგლებში მოხდება! შესაძლოა, ხე, როგორც მასალა, თქვენში ეჭვებს აღძრავდეს, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, ეს საოცრად შესაფერისია კოსმოსისთვის.

M2
M2

როცა ხეს დედამიწაზე ვიყენებთ, დაწვის, ლპობისა და დეფორმაციის პრობლემები იჩენს თავს, მაგრამ კოსმოსში ამგვარი პრობლემა სულ არ გექნებათ. აქ არც ჟანგბადია, ასე რომ, არც დაიწვება, არც ცოცხალი არსებებია, რომლებიც მათში ცხოვრებას შეძლებენ, შესაბამისად, არც გაფუჭდება…, — განმარტავს კოჯი მურატა, მკვლევარი. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს შესანიშნავი ხედვაა მდგრადი მომავლისა, რომელიც კოსმოსური ნარჩენების მზარდ პრობლემას გაუმკლავდება. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კონკრეტული ინიციატივა კომპანიებს ფულის დაზოგვაში დაეხმარება. შეიძლება ძალიან კარგი არჩევანიც გამოდგეს ასტრონავტებისთვის და ისინი მავნე რადიაციისგან დაიცვას. ინტერიერში ხის მიერ შექმნილ სიმყუდროვეზე საუბარი კი, ალბათ, აღარც გვჭირდება…

მურატა სატელიტს LignoSat-ის სახელით გვაცნობს და იგი მაგნოლიის ხისგანაა დამზადებული. რაც შეეხება უშუალოდ მისიას, ჯერ რაიმე სერიოზულს კი არ ეძღვნება, უბრალოდ გამოცდის ფაზაშია და J-Cube Program-ის ნაწილი იქნება. ეს უკანასკნელი მიკროსატელიტური ინიციატივაა, რომელიც მომავალი კოსმოსური ტექნოლოგიების საკითხზე ზრუნავს. მიზანი პატარა სატელიტზე სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე დაკვირვებაა, რათა ნახონ, როგორ უპასუხებს ის ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს.

ექსპერიმენტით დავადასტურეთ, რომ დიდი ცვლილება მინუს 150-დან +150 გრადუსამდე არ შეინიშნება, მაგრამ სატელიტი დედამიწის გარშემო ბრუნვისას 90 წუთში უზარმაზარ ტემპერატურულ ცვლილებებს განიცდის. ჩვენ არ ვიცით, როგორ გაუძლებს ამას, ამიტომ ეს უნდა გამოვიკვლიოთ, — აცხადებს მურატა.

საინტერესო პოდკასტი | რა გავლენა აქვს სტრესს მენტალურ ჯანმრთელობაზე?

და სანტას ვინ აჩუქებს საჩუქრებს?!