კოსმოსში მოგზაურობაზე მეოცნებე ადამიანებისთვის ეს ხშირად რაღაც მიუღწეველს ნიშნავს… თუმცა Nasa ახლა ამ ოცნებასთან მიახლოებას გვთავაზობს — რას იტყვით კოსმოსში მოგზაურობის ნაცვლად, იქ თქვენი სახელი რომ გაგზავნოთ?
ნასა მთელი მსოფლიოდან იწვევს ადამიანებს, რათა თავიანთი სახელები Message in a Bottle-ში შეიყვანონ. საინტერესოა ისიც, რომ კამპანიის ფარგლებში ეს სახელები ამერიკელი პოეტის, ლორიეტ ედა ლიმონის ლექსის გასწვრივ ამოიტვიფრება. მანამდე კი პოეტი JPL ცენტრის მოსანახულებლად მიიწვიეს, რათა In Praise of Mystery: A Poem for Europe-ის დაწერამდე, კოსმოსური ხომალდი თავადვე ენახა…
მიკროჩიპი Europa Clipper-ის კოსმოსურ ხომალდთან ერთად 2024 წლის ოქტომბერში გაეშვება და ციურ სხეულებამდე 2030 წლის აპრილში მიაღწევს. Nasa-ს თქმით კი, მისიის მიზანი არა სიცოცხლის ძიება, არამედ იმის ნახვაა, რამდენად შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო იუპიტერის ყინულოვანი ქერქის ქვეშ ოკეანეები…
ხოლო კოსმოსის მოყვარულებს, რომელთაც მისიაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თავიანთი სახელების წარდგენა 2023 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე იუპიტერზე სახელის გაგზავნის სურვილი 108 713-მა ადამიანმა გამოთქვა და თუ თქვენც მათ შორის გინდათ მოხვდეთ, მაშინ ამ ლინკზე უნდა გადახვიდეთ.