წესით ახლა ნასას მორიგ კოსმოსურ მისიაზე უნდა გესაუბრებოდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, სამიზნე ახლა ჩვენი სახლებია… აცხადებენ, რომ აანალიზებენ ობიექტს, რომელიც ციდან ჩამოვარდა და ფლორიდაში მცხოვრები მამაკაცის სახლს დაეცა. დიახ, შესაძლოა, ISS-დან ჩამოვარდნილი ნარჩენიც იყოს. თუმცა მანამდე ეს ამბავი ალეჰანდრო ოტერომ X-ის პოსტით გაავრცელა, რომ „სახურავი ჩაამტვრია და მისი სახლის ორივე სართული ჩაიტანა, კინაღამ მოხვდა თავის შვილსაც 8 მარტის შუადღეს…“.
ალეჰანდროც ფიქრობს, რომ ეს კოსმოსური ტვირთის რაღაც ნაწილი იყო, რომელიც ძველ ბატარეებს შეიცავდა და ნასას საკონტროლო ჯგუფებმა ორბიტიდან 2021 წელს გაუშვეს. ოფიციალური გეგმის მიხედვით, 8 მარტს დედამიწის ატმოსფეროში შეუმჩნევლად უნდა დამწვარიყო.
„Nasa-მ შეაგროვა ეს ნივთი სახლის მეპატრონესთან ერთად და Kennedy Space Center-ში რაც შეიძლება მალე გაანალიზებს, რათა გაიგოს მისი წარმოშობა. მეტ ინფორმაციას კი მას შემდეგ შევიტყობთ, რაც ანალიზი დასრულდება“, — აცხადებენ კოსმოსურ სააგენტოში.
თუმცა მედიამ უკვე გააჟღერა, რომ სანამ ეს ბატარეები ნასას მფლობელობაში იყო, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებულ ობიექტზე იყო მიმაგრებული, რაც ართულებს იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მოხმდარზე. ისიც უნდა ითქვას, რომ კოსმოსიდან ნარჩენების ჩამოვარდნა თანამედროვე სამყაროსთვის უცხო ამბავი არ არის, ასე მოხდა 2022 წელსაც SpaceX Dragon-ის კაფსულის ნაწილის ჩამოვარდნისას ავსტრალიაში…
სულ ახლახან კი ჩინეთმა გააკრიტიკა ნასა იმის გამო, რომ თავის გიგანტურ Long March რაკეტებს დედამიწაზე დაშვების შესაძლებლობას აძლევს.