in

NASA-მ კოსმოსური „პინგვინისა და კვერცხის“ ფოტო გამოაქვეყნა

რა სიმაღლეზე შეუძლიათ ფრინველებს ფრენა? NASA-ს მონაცემებით, მილიონობით სინათლის სიმაღლეზე… 2018 წელს ასტრონომებმა გადაიღეს სურათი, რომელიც პინგვინს და მის კვერცხს წააგავდა. ცოტა ხნის წინ კი კოსმოსურმა სააგენტომ სპიცერისა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპების ვიზუალი კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია. ილუსტრირებული მონახაზი უფრო ცხადს ხდის ურთიერთქმედი გალაქტიკების ფორმებს.

M2
M2

ამ გალაქტიკური დუეტის „პინგვინი“, რომელიც ცნობილია როგორც NGC 2936, სავარაუდოდ ოდესღაც სტანდარტული სპირალური გალაქტიკა იყო, ბრტყელი და სიმეტრიული. თუმცა მეზობელთან შეხვედრამ მკვეთრად შეცვალა მისი გარეგნობა. ოდესღაც მოწესრიგებული მობრუნებული მკლავები ახლა დამახინჯებული ჩანს NGC 2937-ის, წყვილის „კვერცხის“ გრავიტაციული წევის გამო.

გრაფიკაში მოლურჯო ტონები წარმოადგენს ცხელ, ახლად წარმოქმნილ ვარსკვლავებს, რომლებიც ხილულ შუქზეა დაფიქსირებული ჰაბლის მიერ. ხოლო წითელი ძაფები, რომლებიც სპიცერმა ინფრაწითელ შუქზე ნახა, მიუთითებს მტვერთან შერეულ გაზის ძაფებზე.

NGC 2937, „კვერცხი“, აშკარა კონტრასტს წარმოადგენს. როგორც ჩანს, თითქმის უფუნქციოა, ასხივებს მომწვანო ბზინვარებას, რომელიც მიუთითებს ხანდაზმულ ვარსკვლავებზე. ამასთან, ხილული წითელი მტვრის ნაკლებობა იმაზე მეტყველებს, რომ ამ გალაქტიკამ ამოწურა ვარსკვლავწარმომქმნელი გაზისა და მტვრის მარაგი.

ქართული აპლიკაცია „აიგროვე“ – შენ, თამაშები და უამრავი პრიზი ციფრულ სივრცეში

მეცნიერებმა „ახალგაზრდა დედამიწის მსგავსი“ პლანეტა აღმოაჩინეს