in

ყველაზე ახლოს მზესთან — NASA ახალ კადრებს გვიზიარებს

თუ ერთი პერსპექტივიდან შევხედავთ, მზე პლაზმის კეთილგანწყობილი წყაროა, რომლის სითბოც დედამიწას საცხოვრებლად ვარგისს ხდის, შესაბამისად, ადამიანებს ევოლუციის შესაძლებლობას აწვდის. მეორე პერსპექტივიდან კი, არც ისე კეთილგანწყობილია და ჩვენკენ სასიკვდილო ულტრაიისფერ გამოსხივებას აგზავნის… ჭეშმარიტება სადღაც ამ ორს შორის იმალება, სიმართლის გასაგებად კი NASA-მ Parker Solar Probe გაგზავნა კოსმოსში. 

M2
M2

უფრო ზუსტად, ზონდი კოსმოსში 2018 წელს გაეშვა და მისი მისია მზის კორონალური პლაზმისა და მისი მაგნიტური ველის შესწავლა გახლდათ. ამისთვის მზესთან ახლოს მისვლაა საჭირო, რის გამოც ნასა აღნიშნულს „მზესთან შეხების“ მისიად აღწერს…

სახელსაც ამართლებდა, პროგრესულად ახლოს მიიწევდა მზისკენ და ყოველწლიურად ახალ რეკორდს გვთავაზობდა — 2024 წლის 24 დეკემბერს კოსმოსურმა ხომალდმა მზის ზედაპირიდან სულ რაღაც 6.1 მილიონი კმ-ის დაშორებით იფრინა. ეს საოცარი მაჩვენებელია და, საბედნიეროდ, კოსმოსურ ხომალდსაც აქვს დაცვის რამდენიმე შრე…

„Parker Solar Probe-მა კიდევ ერთხელ გადაგვიყვანა ჩვენთვის უახლოესი ვარსკვლავის დინამიკურ ატმოსფეროში. ჩვენივე თვალებით ვხედავთ, სად იწყება კოსმოსური ამინდის საფრთხეები დედამიწისთვის და არა, მოდელებით. ეს ახალი მონაცემები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება კოსმოსური ამინდების პროგნოზების გაუმჯობესებაში, რათა უზრუნველვყოთ ასტრონავტების უსაფრთხოება და ჩვენი ტექნოლოგიების დაცვა როგორც დედამიწაზე, ისე მზის მთლიან სისტემაში“, — ამბობს ნიკი ფოქსი, NASA-დან. 

აღსანიშნავია, რომ PSP ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოძრავი კოსმოსური ხომალდია, რაც აქამდე აუგიათ. 2024 წლის ფრენა 692 000 კმ/სთ სიჩქარით შეასრულა! კორონალული ნავიგაციის ამ გაბედული ნამუშევრის შედეგი კი კადრებია, რომლებიც ჩვენს ვარსკვლავს ყველაზე ახლო ხედით გვაჩვენებს:

შესაძლოა, რაღაც ძალიან ყვითელ, ცხელ კადრებს ელოდით, მაგრამ ამჯერად ნასა მზეს შავ-თეთრ ფერებში გვაჩვენებს, თუმცა თქვენი სურვილი რომ დავაკმაყოფილოთ, ბმულს დაგიტოვებთ, სადაც ასევე ნასას გადაღებულ მოღიმარ მზეს ნახავთ. 

თქვენს დიაგნოზს ევროპის ტოპექიმები გადაამოწმებენ – „ჯიპიაიმ” პლატფორმა Diagnose.me წარადგინა

შესაძლებლობებით სავსე ზაფხული: მიიღე 20% ქეშბექი პირველად შენატანზე ალიანს ჯგუფის პროექტებში