15
May
2019

რას ნიშნავს NASA-ს ლოგო?

15 May 2019

ცნობილი ლოგო, ლურჯ, წითელ და თეთრ ფერებში, აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის NASA ვიზუალურ იდენტობას უკვე 60 წელია წარმოადგენს. NASA-ს ლოგო, სახელწოდებით Meatball, არაერთი ბრენდის შთაგონების წყაროდ ქცეულა. ის 1959 წელს, ჯეიმს მოდარელიმ შექმნა. ცოტა ხნის წინ, NASA-მ განმარტა, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს Meatball-ს. მათი თქმით, მრგვალი ფორმა პლანეტას წარმოადგენს, ვარსკვლავები კოსმოსის სიმბოლოა, V-ს ფორმის ვექტორი აერონავტიკას გამოხატავს, თეთრი რკალით გამოხატული ორბიტა კი კოსმოსურ მოგზაურობაზე მიუთითებს.

NASA-ს მხრიდან საკუთარი ლოგოს სიმბოლიკაზე საუბარი დონალდ ტრამპის განცხადებას მოყვა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კოსმოსური ძალების ლოგოს არაფერი აქვს საერთო NASA-ს ლოგოსთან.

განხილვა