in

Nasa მთვარეზე ჟანგბადის მილის გაყვანას გეგმავს

ამჯერად Nasa განიხილავს, მომავალი Artemis-ის მისიებისთვის გაიყვანოს თუ არა ჟანგბადის მილი მთვარის სამხრეთ პოლუსის გარშემო. ამას კი მას შემდეგ აკეთებს, რაც პიტერ კურერმა, Lunar Resources Inc-ის წარმომადგენელმა, როვერების დახმარებით ჟანგბადის გადატანის პრობლემებზე ისაუბრა. შემდგომ კი NIAC-ის პროგრამაში ჩაერთო და კონცეფციისთვის 175 000 დოლარიც მიიღო. 

M2
M2

Lunar South Pole Oxygen Pipeline (LSPOP) NASA-ს მთვარის ყინულის მოპოვების ჰაბს სამხრეთ პოლუსზე დაუკავშირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამომავლო გეგმებისთვის, რასაც მთვარეზე ცხოვრება წარმოადგენს, ყინული მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან მისი მოპოვება და გარდაქმნა სასმელ წყლად და ჟანგბადად არის შესაძლებელი. მისი გამოყენება რაკეტის საწვავადაც შეიძლება.

NASA კი ყინულის შენახვას კრიოგენურ ჭურჭელში აპირებს და მის ტრანსპორტირებას მთვარის როვერებში. სავარაუდოდ, ყინულის გადატანა მთვარის ეკვატორთან ახლოს მდებარე რეგიონში მოუწევთ, რადგან მთვარის საცხოვრებლებს დამატებითი მზის შუქიც დასჭირდებათ, რომელსაც ეს რეგიონი უზრუნველყოფს. 

აქვე, მილსადენის რამდენიმე პროტოტიპს განიხილავენ, რაც 5-კილომეტრიანი კონცეფციით იწყება. საინტერესოა ისიც, რომ იგი, სავარაუდოდ, ალუმინისგან იქნება დამზადებული, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა მთვარის სამხრეთ პოლუსზე. 

დაბოლოს, კურერის კონცეფცია მთვარეზე მცხოვრებლებისთვის ჟანგბადზე მუდმივ წვდომას უზრუნველყოფს. ამასთან, მკვეთრად შეამცირებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეზე გაჟონვა რომ მოხდეს, ეს გარემოს არ დააბინძურებს და არც პრობლემა იქნება, იგი უბრალოდ კოსმოსში გაიფანტება… 

რა იქნება მომავლის რევოლუციური ტექნოლოგია? — ბილ გეითსის პროგნოზი

საინტერესო პოდკასტი | რამდენად კარგად იცნობთ შფოთვას?