„ჩვენ ავფრინდით! ამ საოცარმა გუნდმა CAPSTONE ახლახან მთვარის ორბიტაზე ბალისტიკური ტრაექტორიით გაგზავნა“, — ამბობს ბრენდი სმიტი, NASA-ს გაშვების სერვისის დირექტორი განცხადებაში და ამ პროცესს „ფანტასტიკურადაც“ აღწერს.
რაკეტა, რომელსაც თან პატარა CAPSTONE-ის მოდული ახლდა, ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ მაჰიას ნახევარკუნძულიდან წარმატებით გაეშვა. ხოლო თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, 4 თვეში CAPSTONE იმ პოზიციაზე იქნება, რომლითაც მთვარის გარშემო ინოვაციური სერფინგის დაფის ფორმის „სწორხაზოვან ჰალო ორბიტებსაც“ დაიწყებს.
იგი ჩემოდნის წონისა და მიკროტალღური ღუმელის ზომისაა, სატელიტი ორბიტას NASA-ს Gateway-ის კოსმოსური სადგურის გამოსაცდელად ატარებს. მთვარის ირგვლივ იმოგზაურებს და მისი გამოკვლევისთვის დიდი ნახტომიც იქნება. ორბიტა მთვარისგან 1600 კილომეტრის მანძილზე მის უახლოეს წერტილში ჩაივლის, მანამდე კი ყველაზე შორს 70000 კილომეტრის მანძილზე გაეშვება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ორბიტა სუპერ ეფექტურიც იქნება, გამოიყენებს როგორც მთვარის, ისე დედამიწის ძალას, რათა საწვავის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანოს.
საინტერესოა ისიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში აშშ მთვარეზე პირველი ქალისა და პირველი ფერადკანიანი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. NASA კი სამომავლოდ მთვარეზე ბაზის აშენებასა და მარსისთვის ამ გამოცდილების გამოყენებას ისახავს მიზნად.










