in

როგორი ხმა აქვს მარსს – NASA-მ პირველი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

პარასკევს (07.12.18), „ნასას“ რობოტმა InSight-მა დედამიწას ისტორიული აუდიოჩანაწერი გამოუგზავნა. ეს არის მარსის ქარის ხმა, რომელიც წითელ პლანეტაზე, დაახლოებით, 20-25 კილომეტრი საათში სიჩქარით ქრის.

BOG
BOG

 

„ამ აუდიოს ჩაწერა დაგეგმილი არ იყო, თუმცა, InSight-ის ერთ-ერთი მისია მარსზე ვიბრაციების დაფიქსირებაა, ამაში კი, ბუნებრივია, ხმოვანი ბგერების მიერ გამოწვეული ვიბრაციებიც შედის”, – აცხადებს „ნასას“ რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბრიუს ბენა.

1976 წელს, NASA-ს ხომალდმა Viking 1-მა მარსის ზედაპირის პირველი ფოტოები გადაიღო, თუმცა, კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ზედაპირზე არსებული ხმის ჩაწერა მხოლოდ ოთხი ათწლეულის შემდეგ შეძლო. მას შემდეგ, რაც 2018 წლის 26 ნოემბერს, ნასას ახალი რობოტი InSight მარსის ზედაპირზე დაეშვა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდეს NASA-მ მარსზე ხმოვანი სიგნალების დაფიქსირებას ცდილობს. 1999 წელს გაშვებული რობოტი Mars Polar Lander მიკროფონით იყო აღჭურვილი, თუმცა ძრავების გაუმართაობის გამო, ის პლანეტის ზედაპირს შეეჯახა. მიკროფონი ჰქონდა Mars Phoenix Lander-საც, რომელიც მარსზე 2008 წელს დაეშვა, თუმცა გაუმართაობის გამო, რობოტის მიკროფონი და კამერა ვერ ჩაირთო.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში მარსის ქარის ხმა 35-ე წამიდან ისმის, თუმცა, მისი გარკვევით აღქმა 57-ე წამიდან, ჩვენი მოწყობილობებისათვის ადაპტირებული ვერსიის სახით შეგვიძლია.

ნასა მარსის ზედაპირზე ხმოვანი სიგნალების ჩაწერას შემდეგი მისიის, Mars 2020-ის ფარგლებშიც გეგმავს.

წყარო: Big Think

ნუთუ გგონია, არავის უყვარხარ?!

დრონით მიტანის სერვისი ფინეთში ამოქმედდება