in

NASA-მ მარსისთვის ახალი ბორბალი გამოიგონა!

მომავალში მარსის როვერებმა. შესაძლოა, წითელ პლანეტაზე ფუტურისტული საბურავებით იმოგზაურონ… NASA-ს Glenn Research Center-მა ახლახან გამოაქვეყნა ახალი ბორბლის სატესტო ვერსია, რომელსაც უხეში რელიეფის საპასუხოდ დეფორმირება შეეძლება, შემდგომ კი პირვანდელ ფორმასაც დაუბრუნდება — რეალურად ჩვენ შეგვიძლია ღერძამდე დეფორმირება და მისთვის იმგვარი ფორმის მიცემა, რომლის წარმოდგენასაც ჩვეულებრივ ფოლადის სისტემაში ვერც გავბედავდით.

გაერთიანებულ სამეფოში, მარსის სიმულირებულ გარემოში, კოსმოსურმა სააგენტომ უკვე გამოცადა საბურავები და, თუ ინჟინრებს დავუჯერებთ, გამოცდა წარმატებით ჩააბარა როგორც ქვიან, ისე სწორ ზედაპირზე. 

Shape Memory Alloy Tires ზამბარიანი ლითონი ნიკელისა და ტიტანისგან შედგება, რითაც მასალა ინტენსიურ ზეწოლას უძლებს. აქამდე კი ნასას საბურავებში ფოლადი გამოიყენებოდა, რითაც უფრო მარტივად ხდებოდა მისი დეფორმირება. ამჯერად მარსზე არსებული Perseverance-ისა და Curiosity-ის საბურავები კი ალუმინისგანაა დამზადებული…

სავარაუდოდ, ახალი ბორბალი ნაკლებად დაზიანდება და, შესაბამისად, შეკეთებაც იშვიათად დასჭირდება, რაც არცთუ ისე მარტივი ამბავია წითელ პლანეტაზე… თუმცა ჯერ ზუსტად არ ამბობენ, როდის მოხვდება მარსზე ახალი საბურავები.

ყავის სარგებლიანობა მისი მიღების დროზეა დამოკიდებული — კვლევა

რადიატორი, რომელიც ქმნის ჯანსაღ კლიმატს და თანამედროვე სტილს სახლში – Zehnder.