კოსმოსის მოყვარულებისა თუ მარსზე მეოცნებე ადამიანებისთვის შესანიშნავი ამბავია — NASA ოთხ ადამიანს ეძებს წითელი პლანეტის 1-წლიანი სიმულაციური გამოცდილების მისაღებად. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ეს CHAPEA-ს 158 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელში მოთავსებას მოიცავს, რომელსაც Mars Dune Alpha-ს უწოდებენ. რესურსები აქაც შეზღუდული იქნება, ისეთ გამოწვევებთან ექნებათ საქმე, როგორიცაა გარემო ფაქტორებითა თუ აღჭურვილობის გაუმართაობით გამოწვეული პრობლემები.
„მისიის განმავლობაში ეკიპაჟი სიმულირებულ სვლას ჩაატარებს კოსმოსში და მოგვაწვდის მონაცემებს მრავალ ფაქტორზე, რაც მოიცავს ფიზიკურ ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. ანალოგიური გარემოს შექმნა საშუალებას მოგვცემს, რეალური ეფექტები მივიღოთ, რომლებიც ვერ გვექნება ISS-ზე. ეს ნამდვილად არის საფუძველი ყველა იმ მონაცემის მისაღებად, რომლებიც ამ მისიებში დაგვჭირდება“, — აცხადებენ ნასაში.
შერჩევის კრიტერიუმები კი, ტრადიციულად, საკმაოდ მკაცრია:
- აუცილებლად უნდა იყოს ამერიკის მოქალაქე ან მისი მუდმივი მცხოვრები 30-55 წლის ასაკობრივ კატეგორიაში.
- უნდა იყოს ჯანმრთელი, არამწეველი, კრიმინალური წარსულის გარეშე.
- STEM კვალიფიკაციის მინიმუმ მაგისტრის დონე უნდა ჰქონდეს.
- მინიმუმ 1000 საათი თვითმფრინავის პილოტად უნდა ჰქონდეს ნამუშევარი.
- გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო ოფიცრის ტრენინგი.
განაცხადის კითხვები მრავალ საკითხს ეხება, დაწყებული კვების რაციონისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან, დამთავრებული იზოლაციითა და კლაუსტროფობიით. ამასთან, აპლიკანტებს მოეთხოვებათ, საკუთარი მოლოდინებიც ჩამოაყალიბონ მარსის სიმულირებული საცხოვრებლის შესახებ. აქ ისეთ კითხვებსაც კი დაუსვამენ, როგორიცაა: „როგორ გაუმკლავდით კოვიდის იზოლაციას?“. რაც შეეხება აპლიკანტების შერჩევის პროცესს, ამას 14 თვე დასჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 3 დაგეგმილი CHAPEA-ს მისიიდან პირველი 2023 წლის 25 ივნისს დაიწყო. ეკიპაჟის ოთხმა წევრმა წარმატებით გადალახა გამოწვევები, მათ შორის ერთ-ერთი კი მოსავლის მოყვანა იყო 3D ბეჭდვის ტექნიკით შექმნილ შენობაში, NASA-ს Johnson Space Center-ში…
NASA-ში ონლაინ განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 2 აპრილია.