NASA-მ გადაწყვიტა, იმ დიდ მოთამაშეებს შეუერთდეს, რომლებიც მომავალში მეტავერსის გამოყენებას გეგმავენ. მეტად რომ დავკონკრეტდეთ, კოსმოსურ სააგენტოს მარსის გარემოს სიმულირება სურს.
ბოლო რამდენიმე წელია, მარსის კოლონიზაციისადმი ინტერესი სულ უფრო მატულობს. SpaceX კი ერთადერთი კომპანია არ აღმოჩნდა, რომელიც წითელ პლანეტაზე დასახლების იდეითაა დაინტერესებული. შესაბამისად, ნასას სურს, დედამიწაზე მარსის გარემოს უზუსტეს სიმულირებას მიაღწიოს — ამისთვის კი ვირტუალურ რეალობას მიმართავს.
Gamerant-ის ანგარიშის მიხედვით, NASA-მ მარსის სიმულაციების ხუთი კატეგორია შექმნა: „ბანაკის დადგმა“, „სამეცნიერო კვლევა“, „გამძლეობა“, „გამოკვლევა“ და „გასაოცარი სანახაობა“. როგორც სახელი გვთავაზობს, ეს უკანასკნელი თავისუფლებას ანიჭებს კრეატიულობას და შეიძლება, გამოყენებულ იქნას ყველაზე უცნაური ან წარმოუდგენლად წარმოსახვითი სცენარების გამოსავლენად.
Just launched: create VR simulations of Mars exploration to inform @NASA technologies and informatics. This #crowdsourcing challenge will award $70K in prizes to the top entries across 5 scenario categories. Don’t miss out! https://t.co/MpNIsMbDH1 pic.twitter.com/IANihyIwvr
— HeroX (@Iamherox) May 5, 2022
როგორც ცნობილია, წარდგენა 80 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. თითოეულ კატეგორიაში კი ოთხამდე პრიზია გამოყოფილი. დიახ, ეს გამოწვევა მართლაც ღიაა ყველასთვის და ნებისმიერს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.
რა თქმა უნდა, ასეთ ცოტა დროში ასეთი მასშტაბის სიმულაციის შექმნა ძალიან რთულია… თუმცა ნამდვილად არ გჭირდებათ ყველაფრის ნულიდან დაწყება. Unreal Engine 5-ის გამოყენებით, დეველოპერებს შეეძლებათ, შექმნან სიმულაციები, რომლებიც NASA-ს Mars XR ოპერაციების მხარდაჭერის სისტემაში გამოიყენება. აქ უკვე არის ისეთი დეტალები, როგორებიცაა მარსის რელიეფი, პლანეტისთვის რეალისტური ამინდი, დღის/ღამის ციკლები, წითელი პლანეტის გრავიტაცია და სხვა სპეციფიკური აღჭურვილობა (კოსმოსური კოსტიუმები და როვერები).