in

NASA-მ კოსმოსური ხომალდის მეტეორთან შეჯახების კადრები გამოაქვეყნა

როგორც უკვე იცით, NASA-მ ასტეროიდს თავისი ხომალდი შეაჯახა და ტრაექტორია შეუცვალა. მისიის მიზანი პლანეტარული თავდაცვის ტაქტიკის გამოცდა იყო, რათა სამეცნიერო საზოგადოებას ენახა, რამდენად შესაძლებელი და რეალურია მეტეორებისგან თავის დაცვა.

M2
M2

მისიის წარმატებით განხორციელება კი Cubesat Asteroid Imaging Satellite (LICIACube)-მა აღბეჭდა, ვიდრე სამიზნე Dimorphos-ის მეტეორს შეეჯახებოდა და ტრაექტორიას შეუცვლიდა. შედეგად, კოსმოსურ ხომალდზე დამაგრებულმა ორმა კამერამ მთვარის ახლო ხედის სურათების გადაღება შეძლო, რასაც შეჯახების შემდგომი ფოტოები მოჰყვა — ისინი სატელიტის მიერ მიყენებულ ზიანს ასახავს.

სურათების გადაღების შემდეგ დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა მათ დედამიწაზე გამოგზავნას, რომელიც ასტეროიდული სისტემიდან შვიდი მილიონი მილით იყო დაშორებული. ასევე, LICACube-მა დიმორფოსის კადრები დაზიანების მოპირდაპირე მხრიდანაც დააფიქსირა.

საგულისხმოა, რომ უახლოეს დღეებში მეტი სურათის გამოქვეყნება იგეგმება, რადგან LICACube ნელ-ნელა ბრუნდება დედამიწაზე.

„შეცვალე“ — პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

თუ შუაგულ ნიუ-იორკში საქართველო აღმოაჩინეთ, ეს „Qartulia”