1
Nov
2019

NASA-ს ოთხი ასტრონავტი მთვარეზე ორ კვირას დაყოფს

1 Nov 2019

Alta
Alta


რამდენიმე საათის წინ, NASA-ს მეცნიერებმა მთვარის მისიასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს. Lunar Exploration Analysis Group-ის შეხვედრაზე, ნიკი ვერკეისერმა და ჯონ კონოლიმ განაცხადეს, რომ ნასა 2030 წლამდე, მთვარეზე ოთხი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს. გეგმის მიხედვით, ისინი დედამიწის თანამგზავრზე 14 დღეს, ანუ ორ კვირას დაყოფენ. მანამდე კი, რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ არის 2024 წლის მთვარის მისია. ის უფრო ახლო პერსპექტივაა და მის ფარგლებში, ნასას ორი ასტრონავტი მთვარეზე 6.5 დღით დარჩება. ცნობილია, რომ ეს არის ორჯერ მეტი დრო, ვიდრე როდესმე ასტრონავტებს მთვარეზე გაუტარებიათ.

ამ დროის განმავლობაში, ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე ივლიან და მასალებს შეაგროვებენ. გარდა ამისა, NASA, ასტრონავტებთან ერთად, მთვარეზე ჭკვიანი როვერების გაგზავნას გეგმავს, რომლის დისტანციურ მართვასაც ასტრონავტები შეძლებენ. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ნასას ცხადი გეგმებისა, მათი შესრულება მაინც კონგრესის გადაწყვეტილებასა და სახელმწიფოს ინვესტიციაზეა დამოკიდებული.

განხილვა