NASA-ს ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის მიღმა „იდუმალებით მოცული სიგნალი“ აღმოაჩინეს, რომელსაც ამ ეტაპისთვის ახსნა ვერ მოუძებნეს. ეს კი Fermi Gamma-ray Space Telescope-ის 13-წლიანი მონაცემების გაანალიზებისას მოხდა, მათ უცბად რაღაც სიგნალი შეამჩნიეს…
„მოულოდნელი იყო და ამ ეტაპისთვის აუხსნელი მახასიათებელი ჩვენი გალაქტიკის მიღმა არსებული სივრცისთვის. სრულიად შემთხვევითი აღმოჩენაა, სხვა ნაწილში იმაზე ძლიერი სიგნალი ვიპოვეთ, ვიდრე ვეძებდით“, — აცხადებენ მკვლევრები NASA-ს Goddard Space Flight Center-იდან.
ისინი ერთ-ერთი უძველესი გამა-სხივების მახასიათებლებს ეძებდნენ, რომლებიც პირველი ატომების შესაქმნელადაა საჭირო და ცნობილია, როგორც CMB (Cosmic Microwave Background). მისი სტრუქტურაც განსხვავებულია, ერთი ბოლო იმაზე ცხელია, ვიდრე მეორე. ასტრონომები კი ზოგადად ფიქრობენ, რომ ამ სტრუქტურას სწორედ ჩვენი მზის სისტემის მოძრაობა ქმნის. თუმცა ამის ნაცვლად, მკვლევრებმა მსგავსი მიმართულებიდან წამოსული სიგნალი დააფიქსირეს, რომელსაც „ყველაზე ენერგიული კოსმოსური ნაწილაკები აქვს მათ შორის, რაც აქამდე აღმოუჩენიათ“.
„ჩვენ ვიპოვეთ გამა-სხივების დიპოლი, მაგრამ მისი მწვერვალი სამხრეთით მდებარეობს, CMB-სგან შორს და მაგნიტუდა 10-ჯერ აღემატება იმას, რასაც ჩვენი მოძრაობისგან ველოდით“, — ამბობს კრის შრეიდერი, ასტროფიზიკოსი.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს აღმოჩენა კოსმოსური გამა-სხივების მახასიათებლებს შეიძლება უკავშირდებოდეს, რომლებსაც არგენტინაში, Pierre Auger Observatory-ში 2007 წელს დააკვირდნენ. მსგავსი სტრუქტურის გამო ვარაუდობენ, რომ ეს ორი ფენომენი ერთი წყაროდან მოდის, რომელიც ჯერ არ უპოვიათ. იმასაც გვეუბნებიან, რომ ეს მოულოდნელი აღმოჩენა, ნასას დაეხმარება, უფრო მეტი გაიგოს დიპოლური სტრუქტურების შესახებ…