როდესაც NASA 2024 წელს ასტრონავტებს მთვარეზე გაგზავნის, კოსმოსური სააგენტო იმედოვნებს, რომ გრძელვადიან საძიებო მისიებს ჩაუყრის საფუძველს. თუმცა იმისათვის, რომ “ოცნება” რეალურად განხორციელდეს, ასტრონავტებს მცირე დახმარება სჭირდებათ – მათ შორის, რობოტი სახელად, VIPER.
როგორც ცნობილია, NASA უკვე ასრულებს ახალი კოსმოსური როვერის დიზაინს. 2023 წლისთვის სააგენტო რობოტს მთვარის სამხრეთ პოლუსზე 100 დღიანი მისიით გაგზავნის, რათა ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ ყინულის ნალექები მოიძიოს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მისიის ფარგლებში გაირკვევა, რამდენად შეძლებენ მეცნიერები ყინულის საბადოებიდან წყლის მოპოვებასა და მის რესურსად გამოყენებას.
“ჩვენ შეგვიძლია, დედამიწიდან ყველაფერი ჩამოვიტანოთ მარაგის სახით და ცოტა ხანი ვიცხოვროთ იქაურ გარემოში” – აცხადებს პროექტის მენეჯერი დენ ენდრიუსი. ასევე, ენდრიუსმა ისაუბრა მთვარის კრატერის შესახებ, რომელსაც თანამგზავრი LCROSS აკვირდებოდა და სწორედ მან დაადასტურა სამხრეთ პოლუსზე ყინულის არსებობა. უბრალოდ უცნობია, ზუსტად სად მდებარეობს ეს წყალი და რა რაოდენობით მოიპოვება.
აქ შემოდის VIPER. როვერი ჯერ კიდევ პროტოტიპის სტადიაშია, მაგრამ როგორც კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, მისიისთვის უკვე სრულიად მზად იქნება – საბურღითა და რამდენიმე სპექტომეტრით აღჭურვილი.