in ,

NASA-ს კონტრაქტორმა მთვარის ახალი მოდული წარადგინა

პენსილვანიაში დაფუძნებულმა კომპანია Astrobotic-მა მთვარის მოდული Peregrine Lander წარმოადგინა, რომელიც ჩვენს თანამგზავრზე გასაშვებად შეიქმნა. ეს აპოლოს მისიის შემდეგ პირველი ასეთი ამერიკული მოწყობილობაა.

M2
M2

მისია კოსმოსური სააგენტო Commercial Lunar Payload Services-ის ინიციატივის ნაწილია, რომელიც მთვარის ზედაპირზე ტვირთის გადასატანად, კონტრაქტორების დაქირავებას ისახავს მიზნად. „ეს არის დესანტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას თითქმის 50 წლის შემდეგ პირველად აბრუნებს მთვარეზე. ეს მხოლოდ მისიების სერიის დასაწყისია“, — ამბობს Astrobotic-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ თორნტონი.

NASA უახლოეს წლებში მთვარეზე შვიდ მისიას გეგმავს, მათგან ორი კი სწორედ Astrobotic-ისთან კონტრაქტით შედგება.

მიმდინარე წელს Astrobotic 14 სხვადასხვა ტვირთის გაგზავნას გეგმავს მთვარის ახლო მხარეს მდებარე დიდ კრატერში, სახელწოდებით Lacus Mortis. მოდული, ძირითადად, მთვარეზე ამ ტვირთის გადასატანად შეიქმნა. თანაც, მისი განთავსება შესაძლებელი იქნება როგორც მოწყობილობის ზემოთ ან ქვემოთ, ისე კორპუსის შიგნით ან გარეთ.

2019 წელს კომპანიამ გამოაცხადა, რომ წლევანდელი გაშვებისთვის United Launch Alliance (ULA) რაკეტა აირჩია. ტვირთს შორის კი არის ინსტრუმენტები, რომლებიც მთვარის ზედაპირზე წყლისა და სხვა სიახლეების აღმოსაჩენად არის განკუთვნილი.

„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომომავლისთვის – კომპანია დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება