in

NASA-მ მზის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

მეცნიერები ცდილობენ, გაიგონ, რატომ არის ვარსკვლავი ასეთი ცხელი

მზე ყოველდღიურად სინათლით, სითბოთი და D ვიტამინით გვამარაგებს. და, მიუხედავად ამისა, ციური სხეული მაინც ამოუხსნელ ობიექტად რჩება ადამიანებისთვის.

M2
M2

ცეცხლოვანი ვარსკვლავის შთამბეჭდავი ფოტოები არაერთხელ გვინახავს… თუმცა მეცნიერებს სურთ, ცნობისმოყვარე თვალი კიდევ უფრო ახლოს შეავლონ და გაარკვიონ, რატომ ან როგორ აღწევს მზის გვირგვინი მსგავს ტემპერატურას. ეს უკანასკნელი მზის გარე ატმოსფესროა და, როგორც ამბობენ, აქ მილიონ გრადუსამდე სიცხე ფიქსირდება.

NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ახალი ფოტოები კი, რომლებიც Nuclear Spectroscopic Telescope Array-მ (NuStar) გადაიღო, საიდუმლოს ამოხსნასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს. ფოტოებზე სამი ფერის ლაქებს ვხედავთ: მწვანეს, წითელს და ლურჯს. მაგალითად, ლურჯი ვარსკვლავისგან წამოსული უზომოდ დიდ რადიაციაზე მიანიშნებს. ის უმეტესად კიდეებში ფიქსირდება და, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით აღწევდეს მზეზე ტემპერატურა ასეთ მაღალ მაჩვენებელს.

ამავდროულად, ფოტოებზე ნაჩვენებია „ნანოამორქვევები“, რომლებიც რეგულარულად ხდება მზეზე და ცხელ მატერიას გამოყოფს. ამის გათვალისწინებით, არსებობს მოსაზრება, რომ თუ ნანოამოფრქვევები საკმარისად ხშირად ხდება, შესაძლოა, ეს იწვევდეს ატმოსფეროს მაღალ ტემპერატურას. რაც შეეხება მწვანე შეფერილობას, ის JAXA-ს დაბალი ენერგიის რენტგენის მონაცემებია; ხოლო წითელი — NASA-ს კიდევ ერთი მისიის, მზის დინამიკის ობსერვატორიის ატმოსფერული გამოსახულების ასამბლეამ (AIA) დააფიქსირა.

„სმა“ გურულად! – „ოდაშის“ მეურნეობა ყოველკვირეულად ჯანსაღი ბოსტნეულით მოგამარაგებთ

სამკაული, რომელიც დაბადების თვის მიხედვით უნდა ავარჩიოთ – Eshvi-ს ახალი კოლექცია