in

NASA „უხილავი სამყაროს“ შესწავლას იწყებს — მისია PACE

ცხრაწლიანი ლოდინის შემდეგ, NASA-მ საბოლოოდ დაიწყო მისია PACE. ეს უკანასკნელი სიცოცხლის უხილავ, მცირე ზომის ფორმებსა და ნაწილაკებს შეისწავლის. ბუნებრივია, მისიის წარმატების შემთხვევაში, მეცნიერები უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან გლობალური დათბობის საკითხს, ოკეანეებისა და ეკოსისტემების სამყაროს.

M2
M2

„PACE-ის ფარგლებში, მიკროსკოპული, ძირითადად უხილავი სამყაროს აღმოჩენას ვაპირებთ ცაში, ზღვასა და ხმელეთზე“, — განმარტავს მისიის მეცნიერი ჯერემი ვერდელი.

მილიარდი დოლარის ღირებულების თანამგზავრი SpaceX-ის Falcon 9 რაკეტამ კოსმოსში ხუთშაბათს გაიყვანა. თანამგზავრი აღჭურვილია სენსორული სამი სენსორული კამერით, რომლებიც ფიტოპლანქტონების განაწილებას გაუწევს მონიტორინგს და ატმოსფეროში გავრცელებულ უმცირეს ნაწილაკებს შეისწავლის.

სავარაუდოდ, თანამგზავრის მისია სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მნიშვნელობა უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, ფიტოპლანქტონები მოიცავს პაწაწინა წყალმცენარეებსა და მცენარეებს, რომლებზეც დედამიწის ჟანგბადის დაახლოებით 50% მოდის. ამავდროულად, დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგის შთანთქმა სწორედ მათზეა დამოკიდებული. თუმცა ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურია, რაც ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.

„რაც შეეხება მცირე ზომის ნაწილაკებს, ისინი ისეთი წყაროებიდან მომდინარეობს, როგორიცაა მტვერი. მტვერი კი შეიძლება ტყის ხანძრებთან და ადამიანების აქტივობებთანაც იყოს დაკავშირებული. ამიტომ, დედამიწის კლიმატის გრძელვადიან სტაბილურობაში ეს ფაქტორიც დიდ როლს ასრულებს“, — აცხადებს NASA-ს მეცნიერი, კარენ სენტ ჟერმენი.

აქვე ნასას მეცნიერები დასძენენ, რომ ამჟამად კლიმატის კრიზისი მწვავე პრობლემას წარმოადგენს დედამიწისთვის. ჩვენი პლანეტა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს განიცდის, ექსტრემალური ამინდის მოვლენებისა და დამანგრეველი ხანძრებიდან, ზღვის დონის აწევამდე.

ფონდ „ქართული გალობის“ სპეციალური ჯილდო „მგალობელი ჩიტი“ ანსამბლ „შილდას“ გადაეცა

A$AP Rocky მონსტრის წინააღმდეგ — სიურრეალისტური ვიდეორგოლი