in

როგორ ჟღერს წითელი პლანეტა? – NASA “პერსევერანსის” აუდიოჩანაწერს გვიზიარებს

წარმოიდგინეთ, როგორ ზიხართ მარსის ზედაპირზე და უსმენთ გარემოს

ისტორიაში პირველად შეგვიძლია, სხვა პლანეტის, კერძოდ მარსის, აუდიოჩანაწერი მოვისმინოთ. გასულ ხუთშაბათს NASA-ს როვერი “პერსევერანსი” წითელი პლანეტის ზედაპირზე დაეშვა. ახლა კი “ნასამ” 60 წამიანი აუდიოს ორი ვერსია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთში როვერის ხმაურიც ისმის, მეორეში კი ეს ხმაური გაფილტრულია.

“წარმოიდგინეთ, როგორ ზიხართ მარსის ზედაპირზე და უსმენთ გარემოს. მარსის 10 წამიანი ქარის ხმა მიკროფონმა ჩაიწერა და გამოგვიგზავნა ჩვენ, დედამიწაზე” – ამბობს დეივ გრუელი, NASA-ს წამყვანი ინჟინერი, რომელიც “პერსევერანსის” კამერისა და მიკროფონის სისტემებზე მუშაობდა.

ინჟინრებმა როვერს ორი მიკროფონი დაუმონტაჟეს, რომელთაგან ერთი პირველ რიგში მიზნად ისახავდა, აუდიოჩანაწერის მარსზე დაშვების დროსაც გაკეთებულიყო. მართალია, აღნიშნული ვერ მოხერხდა, მაგრამ ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას – მთავარია, როვერი წარმატებით დაეშვა და ნამდვილად არ მოგვაკლებს ჩანაწერებს მომავალში.

მეორე მიკროფონი კი როვერიდან ხმის მოსასმენადაა განკუთვნილი. ლაზერულ ინსტრუმენტ SuperCam-ზე მიკროფონის მოთავსება მეცნიერებს ეხმარება, უკეთ გააანალიზონ როვერიდან მიღებული ჩანაწერები. ლაზერმა უნდა შექმნას სტაკატო – ბგერათა მოკლედ, წყვეტილად შესრულება.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ორივე მიკროფონი განაგრძობს აუდიო ჩანაწერების შეგროვებას კრატერზე. “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოწყობილობები მარსის ზედაპირიდან აბსოლუტურად საოცარ ხმების ჩანაწერებს შემოგვთავაზებს” – ამბობს დეივ გრუელი.

მართალია, NASA-ს აქამდეც არაერთხელ გაუშვია სხვადასხვა როვერი მარსის საკვლევად და აუდიოჩანაწერების მისაღებად, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი – InSight Lander იძლეოდა წითელი პლანეტის ქარის სხვაგვარი გზით მოსმენის საშუალებას. ის აფიქსირებდა პლანეტის ვიბრაციებს, რაშიც ხმოვანი ბგერების მიერ გამოწვეული ვიბრაციებიც შედიოდა.

“ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოება მოხიბლულია მარსის კვლევით, ამიტომ მანქანაში EDL Cam მიკროფონი დავამატეთ, რადგან ვფიქრობთ, მას შეუძლია გამოცდილების გაზრდა. განსაკუთრებით კი მხედველობა დაქვეითებული სივრცის თაყვანისმცემლებისთვის. ეს მთელ მსოფლიოში ყველას შთააგონებს” – ნათქვამია NASA-ს პრესრელიზში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოების კვლევები“

Cognixion ONE-ის ახალი მოწყობილობა, რომელიც აზრებს სიტყვებად გარდაქმნის