in

NASA-ს როვერმა პირველი მაღალი რეზოლუციის პანორამა გამოაქვეყნა

პანორამა 79 ინდივიდუალური ფოტოსგან შედგება

NASA-მ თავისი როვერი Perseverance-ის მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის პანორამული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც წითელი პლანეტის, კერძოდ, ციურ სხეულზე არსებული ჯეზეროს კრატერის მიმდებარე ტერიტორიას გვიჩვენებს. სწორედ აქ დაეშვა როვერი სულ რაღაც 15 დღის წინ.

როგორც იცით, როვერი სამეცნიერო ექსპერიმენტებს ახორციელებს, რომლებიც სიცოცხლის ნიშნების მოძიებას ემსახურება. თუმცა ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი წყაროს აღმოჩენის შესახებ გვამცნობენ,შეგვიძლია Mastcam-Z-ის მიერ გადაღებული ფოტოთი დავტკბეთ, რომელიც Malin Space Science Systems-თან კოლაბორაციით მუშაობს.

პანორამა 79 ინდივიდუალური ფოტოსგან შედგება და მისი ყურადღებით დათვალიერება ისეთ შეგრძნებას ბადებს, თითქოს იქ ვიმყოფებით. როგორც იცით, Perseverance-ის მისიის ძირითადი მიზანი ასტრობიოლოგია, მათ შორის უძველესი მიკრობული ცხოვრების ნიშნების ძიებაა. მოპოვებული ნიმუშების საფუძველზე კი, მეცნიერები სიღრმისეულ ანალიზს ჩაატარებენ, რაც წითელი პლანეტის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.

სვანეთიდან პირდაპირ პარიზის მოდის კვირეულზე – SITUATIONIST-ის ჩვენება დათოვლილი კოშკებიდან

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ერთი მიზნის ქვეშ აერთიანებს