მარსზე დაშვების შემდეგ NASA-ს Perseverance Rover-მა მიკროფონები წითელი პლანეტის ხმების აღსაბეჭდად გამოიყენა. მათ შორისაა ძლიერი ქარისა და ატმოსფეროს ხმები. ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმა მარსზე განსხვავებულად ვრცელდება.
კვლევის თანახმად, წითელი პლანეტის თხელი ნახშირორჟანგის ატმოსფერო მარსზე ბგერის ნელა მოძრაობას იწვევს, ხმის სიმაღლე კი მის სიჩქარეზე დიდ გავლენას ახდენს. თუ, მაგალითად, დედამიწაზე ხმა ჩვეულებრივ საათში 767 მილის სიჩქარით მოძრაობს, მარსზე ეს მაჩვენებელი საათში 537 მილს უდრის, ხოლო თუ სიჩქარე მაღალია, 559 მილსაც აღწევს. გამოდის, რომ წითელ პლანეტაზე სტუმრობისას მაღალ ხმებს მეტად ადრე გაიგებთ.
„დედამიწაზე ორკესტრის ხმები, იქნება ეს დაბალი, თუ მაღალი, თანაბრად აღწევს ჩვენამდე, მაგრამ მარსზე თუ სცენიდან შორს ხართ, დიდი გაუგებრობა ხდება“, — ამბობს სილვესტრ მორისი, კვლევის წამყვანი ავტორი.
რაც შეეხება კომუნიკაციას, დედამიწაზე ხმები მაშინ აღარ გვესმის, როცა ბგერები 213 ფუტ სიმაღლემდე აღწევს. მარსზე კი მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 13 ფუტს უახლოვდება. შესაბამისად, წითელ პლანეტაზე ადამიანთან 16 ფუტის მანძილზე საუბარს ვერც კი შევძლებთ.











