ხშირად პომიდორი კარგად იზრდება მზიან, მშრალ და სტაბილურ კლიმატში. შესაბამისად, უკანასკნელი ადგილი, სადაც მისი გაზრდა შეიძლება, კოსმოსია. თუმცა სწორედ აქ აპირებს NASA პომიდვრის მოსავლის მოყვანას.
გალაქტიკათაშორისი ჯუჯა პომიდორი NASA-ს დიდი ხნის ექსპერიმენტის ნაწილი იქნება. პროგრამამ, სახელწოდებით Vegetable Production System (მოკლედ Veggie), საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ნაწილი კულტურებით სავსე ბაღად აქცია. ჯოია მასა, NASA Life Sciences-ის პროექტის მეცნიერი, ამბობს, რომ კვლევის ახალი თავი, Veg-05, მიზნად ისახავს შეისწავლოს სინათლის სპექტრის გავლენა იმაზე, თუ რამდენად კარგად ვითარდება მოსავალი. ასევე, პროექტი შეისწავლის კოსმოსში მოყვანილი საკვების გავლენას ეკიპაჟზე.
ცხადია, ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გრძელვადიანი მიზნის მიღწევას ემსახურება — სასოფლო-სამეურნეო სისტემის მდგრადი განხორციელებას, რომელზეც სამომავლოდ ასტრონავტები იქნებიან დამოკიდებულნი. ზოგადად, ნასა დიდი ხანია, დაინტერესებულია ამ საწარმოს გაფართოებით, რადგან ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს.