in

NASA-ს ლაბორატორიაში, სახის შეხების შესამცირებლად, მოწყობილობა შექმნეს

veon
veon

NASA-ს Jet Propulsion Lab-ის გუნდმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ჩვენი სახის შეხების ჩვევის წინააღმდეგ მოქმედებს. კორონავირუსული პანდემიის გავრცელების პირობებში კი, ეს შესაძლებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ვირუსის გადადება ხშირად ზედაპირებზე შეხების შემდეგ, თვალებზე, პირზე ან ცხვირზე შეხების შედეგად ხდება. მოწყობილობას PULSE ჰქვია და ის ვიბრირებს ყოველ ჯერზე, როცა ხელს სახის მიმართულებით წაიღებთ.

მოწყობილობის დიზაინი საკმაოდ მარტივია. ის აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორით, ვიბრაციისთვის საჭირო პატარა ძრავითა და სამვოლტიანი ელემენტით. სენსორის დახმარებით, ის აფიქსირებს თქვენი ხელის მოძრაობას და რაც უფრო უახლოვდება ის თქვენს სახეს, მით უფრო ვიბრირებს მოწყობილობა.

ამ ეტაპზე, NASA-ს მოწყობილობის გაყიდვასთან დაკავშირებული გეგმები არ აქვს. ის, რომ მოწყობილობის დიზაინის შესახებ ინფორმაცია და მეტიც, 3D პრინტერისთვის განკუთვნილი ნახაზებიც კი, ყველასთვის, ღიადაა ხელმისაწვდომი, სხვა რამეზე მეტყველებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გამოხატავს NASA-ს ლაბორატორიის გუნდის სურვილს, მოწყობილობის დამზადება ნებისმიერმა ადამიანმა/კომპანიამ შეძლოს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი მოწყობილობა, რომელიც სახესთან შეხებას ვიბრაციის გზით „გვიკრძალავს“ პირველი არაა. პანდემიის პირობებში რამდენიმე მსგავსი გაჯეტი შეიქმნა, ერთ-ერთის შესახებ ინფორმაციას კი შეგიძლიათ შემდეგ სტატიაში გაეცნოთ.

TBWA-ს კამპანია პანდემიასთან წინა ხაზზე მებრძოლთა დასახმარებლად

SLOW PULSE-ისა და FOURK-ის შემქმნელები წარმოგიდგენთ DISTRICT 9 PRODUCTIONS-ს