in

გასული წლის ყველა თვე რეკორდული ტემპერატურის იყო — NASA

NASA არცთუ ისე კარგ სტატისტიკას გვიზიარებს და გვეუბნება, რომ გასული წლის ყოველი თვე რეკორდული იყო თავისივე ახალი გლობალური ტემპერატურით. ახლა კი იმასაც ადასტურებენ, რომ ახალი რეკორდული საშუალო გლობალური ტემპერატურებით ამ წლის მაისი მოჰყვა აპრილს, მარტს, თებერვალსა და იანვარს. საინტერესოა, რომ 2023 წლის ივნისიდან დეკემბრამდე ზუსტად მსგავსი დინამიკა შეინიშნებოდა. ამბობენ, რომ ამგვარი მაჩვენებლები აქამდე არ უნახავთ, რაც გლობალური დათბობის სწრაფ პროცესზე მიგვითითებს. 

M2
M2

თუმცა დიდად ვერც გვამშვიდებენ და გვეუბნებიან, რომ მომავალში სიტუაცია გაუარესდება…

აშკარაა, რომ კლიმატური კრიზისის წინაშე ვართ, ამერიკაში, კერძოდ არიზონაში, კალიფორნიასა და ნევადაში, ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ადამიანები ექსტრემალურ სიცხეებს უძლებენ, რომლებიც უპრეცედენტო რიცხვებს გვთავაზობს, — აცხადებს ბილ ნელსონი, ნასას ადმინისტრატორი. 

გასულ ნოემბერში საშუალო გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით ცხელი იყო მანამდე არსებულ ინდუსტრიულ დონეებზე… თუმცა მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა და ზოგადად არსებული სიტუაციისა, კაცობრიობა სათბურის გაზის ემისიებს იმ ოდენობით გვთავაზობს, ვიდრე ოდესმე!

NASA-ს თქმით, ბოლო 10 წელი ყველაზე ცხელი იყო მას შემდეგ, რაც ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს, აქ კი მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული პერიოდი იგულისხმება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცხელი მათ შორის 2015-2016 წლებს შორის არსებული 7-თვიანი პერიოდი იყო.

თუ ამ ყველაფერში რაღაც დადებითის პოვნა შეიძლება, ერთადერთი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე არსებული ინსტრუმენტებით საშუალება გვაქვს, თვალი ვადევნოთ კლიმატის ცვლილებების გლობალურ სურათს და წინასწარ განვსაზღვროთ, რა შეიძლება მოხდეს — ჩვენ ვაზიარებთ კრიტიკულ კლიმატურ მონაცემებს უკეთესი ცხოვრებისთვის, რათა მთელ კაცობრიობას მოვუტანოთ სარგებელი.

რეალობა ფინიშის ხაზამდე — Powerade-ის კამპანია

Le Creuset-მა პოკემონით შთაგონებული ჭურჭელი გამოუშვა