როგორც ჩანს, NASA-ში სადღესასწაულო განწყობა დადგა — საახალწლოდ ბუხარი დაანთო, უფრო სწორად Rocket Engine Fireplace და 8-საათიანი ვიდეო შემოგვთავაზა. ასე RS-25-ის ოთხი ძრავისა და რაკეტის ორი ბუსტერის ძალას გვაჩვენებენ. ვიდეოში Artemis I-ის მისიის აფრენაა ნაჩვენები. შესაბამისად, ჩვეულებრივი შეშით დანთებული ცეცხლის ნაცვლად, რაკეტის ცეცხლს გვთავაზობენ, რომელიც NASA-ს Space Launch System-ის (SLS) 8.8 მილიონი ფუნტ ბიძგს ასახავს.
ასე Artemis I-ის SLS რაკეტა ყველაზე ძლიერად გვევლინება მათ შორის, რომელსაც მისია წარმატებით დაუმთავრებია. თუმცა სადღესასწაულო განწყობა რომ შემატებოდა, ნასამ სარაკეტო ძრავის ბუხარში რამდენიმე სადღესასწაულო შტრიხი შეიტანა. მაგალითისთვის, Orion-ის კაფსულის ფოტო და არტემისის ლოგო ჩარჩოშია ჩასმული. ასე კი, ჩვეულებრივი ბუხრის ნაცვლად, ახალ წელს კოსმოსურ ბუხართან შეკრებას გვთავაზობენ: