3
Oct
2019

NASA მთვარმავლების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

3 Oct 2019

Alta
Alta


NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დაიწყო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო კერძო კომპანიებისგან მთვარმავლების დიზაინებს მიიღებს. დიზაინი კომპანიებმა 2019 წლის 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებული კი მხოლოდ ორი დიზაინი გახდება. მათგან ერთ-ერთს, მთვარეზე 2024 წელს გაგზავნიან, ხოლო მეორე დედამიწის თანამგზავრზე 2025 წელს დაეშვება. კონკურსი Artemis-ის, ანუ მთვარის მისიის ფარგლებში ტარდება, რომელსაც „ნასა“ 2024 წლიდან დაიწყებს.

კომპანიებმა, მთვარეზე გადაადგილებისთვის გამოსადეგი ხომალდების დიზაინის შემუშავებისას კოსმოსური სააგენტოს მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, ხომალდი უნდა შედგებოდეს მთვარის ზედაპირზე დამშვები ნაწილისგან, საყრდენი ნაწილისგან, რომელიც ტრანსპორტირებაზე იქნება პასუხისმგებელი და ასევე, ცალკეული მოწყობილობისგან, რომელიც შეძლებს მთლიანი ხომალდიდან გამოყოფას და მთვარეზე ასტრონავტების გადაადგილების უზრუნველყოფას.

განხილვა