NASA-ს როვერი Perseverance ჯეზეროს კრატერში მიმდინარე წლის თებერვალში დაეშვა და მარსის შესწავლას შეუდგა. მას შემდეგ მან წითელი პლანეტის დაახლოებით 180 000 ფოტო გამოაგზავნა დედამიწაზე.
ახლა კი კოსმოსური სააგენტო ამ კადრებს აქვეყნებს. გამოსახულება, რომელიც ყოველ კვირას ყველაზე მეტ მოწონებას აგროვებს, კვირის ფოტოდ ითვლება. იმისათვის, რომ კოსმოსური აღმოჩენებით საკმაოდ გადატვირთული წლის მოკლე შეჯამება გაეკეთებინა, NASA-მ 41 ყველაზე პოპულარული ფოტომონტაჟი შექმნა — თითოეული მათგანი Perseverance-მა გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ როვერის მიერ ჩატარებული მოკვლევა დიდ ინფორმაციას გვაწვდის წითელი პლანეტის შესახებ. მაგალითად, მარსის ქანების გარკვეული რაოდენობა ვულკანურია. ასევე, ეს ქანები “რამდენჯერმე” წყალთან კონტაქტშიც ყოფილა და ზოგიერთი მათგანი ორგანულ მოლეკულებს შეიცავს, რომლებიც “სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს” წარმოქმნის.
Digital Trends-ის თანახმად, საზოგადოების რამდენიმე საყვარელი სურათი Perseverance Mastcam-Z-ის მთავარმა კამერამ გადაიღო. ამ უკანასკნელს შეუძლია, პანორამული და 3D ფერადი ფოტოები გადაიღოს, ასევე, მაღალი გარჩევადობის ვიდეო.


















