in

NASA-ს ახალი ანიმაცია შავი ხვრელების წარმოუდგენელ მასშტაბებს ასახავს

NASA-ს ახალი ანიმაცია სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და იდუმალებით მოცული ობიექტების მასშტაბებს ასახავს. საუბარია შავ ხვრელებზე, რომლებიც უმეტესი გალაქტიკების ცენტრში გვხვდება. მათი მასის ქვედა ზღვარი დაახლოებით 1000 000 მზის მასას აღწევს, ზედაზე საუბარი კი საკმაოდ რთულია.

M2
M2

როგორც აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში განმარტავენ, კოსმოსური დაკვირვებების საფუძველზე, 100-ზე მეტი ზემასიური შავი ხვრელის არსებობა დადასტურდა. ეს ახალი ანიმაციაც სწორედ ზემასიურ შავ ხვრელებს ეხება — პირველი მათგანი გალაქტიკა J1601+3113-ის ცენტრში მდებარეობს და მასის დაბალ ზღვართანაა ახლოს. ამავდროულად, ვიდეოში ვხედავთ ირმის ნახტომის გალაქტიკის შუაგულში მდებარე შავ ხვრელსაც, სახელწოდებით მშვილდოსანი A. ამ უკანასკნელს 4.3 მილიონი მზის მასა აქვს.

ყველა შავი ხვრელი სათითაოდ რომ არ ჩამოვთვალოთ, შეგიძლიათ NASA-ს მიერ შექმნილ შთამბეჭდავ ანიმაციას უყუროთ, რომელიც თავისი შინაარსით, გარკვეულწილად შემზარავიც კია.

რა ახასიათებთ კარგ ლიდერებს?

„ალდაგი ბიზნესი“ Spotlight Tech-ის მხარდამჭერია!