in

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი დააფიქსირა

„მოხეტიალე“ ვარსკვლავი იმდენად ახლოს მივიდა შავ ხვრელთან, რომ მისი გრავიტაციული ძალა ამ ვარსკვლავს ანადგურებს… ეს უკანასკნელი ჩვენგან დაახლოებით 250 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული — შესაბამისად, ეს მეხუთე უახლოესი მნათობია, რომლის განადგურების პროცესიც აქამდე გვინახავს.

M2
M2

მოვლენა, რომელსაც NASA-მ AT2021ehb უწოდა, ერთ-ერთი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის მონაწილეობით მოხდა და მისი მასა მზისას 20 მილიონჯერ აღემატება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ასეთ მოვლენებზე დაკვირვებით შავი ხვრელების უფრო რთულ ქცევებს ამოხსნიან. ამისათვის მათ რენტგენული ტელესკოპი NuSTAR გამოიყენეს, რადგან ის მაღალენერგიული რენტგენული გამოსხივების შესწავლის საშუალებას იძლევა. მსგავსი სინათლე კი შავი ხვრელის გარშემო მაშინ ჩნდება, როცა მისი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით, ვარსკვლავი მთლიანობას კარგავს — ამას ცხელი მატერიის ფორმირება მოჰყვება, რაც გვირგვინის სახელითაა ცნობილი.

„ნამუშევარი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის განადგურება — პროცესი, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც მოქცევის შეფერხების მოვლენა. ეს ყველაფერი იმის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება, თუ რა ემართება ამ გიგანტის მიერ „დაჭერილ“ ობიექტს, სანამ მთლიანად განადგურდება“, — აცხადებენ მეცნიერები.

სუპერკომპიუტერს ტვინის სისხლდენის პროგნოზირება შეუძლია

5 მთავარი ნაბიჯი, რომელიც ბრენდმა ინფლუენსერთან თანამშრომლობისას უნდა გადადგას