in ,

NASA 2020 წლის დედამიწის საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს

როგორი უჩვეულო შეგრძნებაა, როცა იცი, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ დედამიწაზეა “ჩვენებური” ცხოვრება – ალბათ, მხოლოდ აქ მცხოვრებთ გვეუფლება ყველა ის განცდა, ემოცია და შეგრძნება, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ვიცინით, ვტირით, გვიხარია, ვდარდობთ, გვიყვარს, ვიბრძვით… კოსმოსური სივრციდან, ჩვენი პლანეტიდან მოშორებით არც კი ჩანს ეს თითოეული ცხოვრებისეული კადრი.

თუმცა შესაძლებელია იმ მშვენიერების დანახვა, რომელსაც დედამიწა ბუნებრივად ჰქმნის – თავისი ოკეანეებით, ზღვებით, მწვანე საფარით, უდაბნოებით, კლდეებით და ასე შემდეგ… NASA-მ სწორედ ამის საჩვენებლად წარმოადგინა ვიდეო, სადაც თავმოყრილია ჩვენი პლანეტის ფოტოსურათები. “კაცები და ქალები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ყოველწლიურად ათასობით ფოტოს იღებენ საკუთარი პლანეტის აღსაბეჭდად.” – წერს NASA.

ერთგული მეგობრები, რომლებმაც 2020 წელი შეგვიმსუბუქეს

კოსმოსური ღრუბელი 2020 წელთან დამშვიდობებას სიმბოლურად ეხმიანება