in

ჰაკათონი NASA Space Apps COVID-19 Challenge „ონლაინ“ რეჟიმში ჩატარდება

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 29-31 მაისს, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური ჰაკათონი – NASA Space Apps COVID-19 Challenge – „ონლაინ“ რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიებას NASA ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს [ESA], იაპონურ აეროსფეის კვლევით სააგენტოს [JAXA], კანადურ კოსმოსურ სააგენტოსა [CSA] და კოსმოსის კვლევით ფრანგულ ნაციონალურ ცენტრთან [CNES] ერთად მართავს.

BOG
BOG

ვირტუალურ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად NASA იწვევს პროგრამისტებს, ენტერპრენერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, ორატორებს, მშენებლებს, არტისტებსა და ტექნოლოგებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან შექმნიან ვირტუალურ გუნდებს და დედამიწის დაკვირვების მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებენ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების (ახალი კორონავირუსი, მისი გავრცელება, გავლენა დედამიწაზე, ადამიანებისა და ეკონომიკური საპასუხო ქმედება ვირუსისადმი) გადაჭრის გზებს.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება NASA-ს, ESA-სა და  JAXA-ს მიერ მოპოვებული სატელიტური მისიებით დედამიწის დაკვირვების მონაცემები. გარდა ამისა, ESA ჰაკათონის გამარჯვებულების შესარჩევად გამოყოფს დედამიწის შემსწავლელ ექსპერტებსა და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ EuroDataCube-ს.

საქართველოში ჰაკათონი  ორ ეტაპად ჩატარდება – „დატათონ-ბუთქემფი“ და გლობალური ჰაკათონი.

29  მაისს გაიმართება ვირტუალური „დატათონ – ბუთქემფი“ ქართველი მონაწილეებისთვის. ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები და მენტორები დაეხმარებიან მონაწილეებს გლობალური ჰაკათონისთვის მომზადებაში მონაცემების გამოყენების, სქრაფინგის, ვიზუალიზაციისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრებითა და ვორკშოპებით. 30-31 მაისს კი მონაწილეები შეუერთდებიან გლობალურ ჰაკათონს და მუშაობას გააგრძელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებთან.

„ქართულ „დატათონ-ბუთქემფში“ გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს (3000 ლარამდე), ჯილდო გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულებისთვის კი მოიცავს ვიზიტს NASA-ში გამარჯვებული პროექტების წარსადგენად და იძლევა NASA-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას“.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით მოცემულ ბმულს.

საქართველოში პროექტი Tbilisi Startup Bureau-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni-ს ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები არიან სექტორი 3 • Sector 3 და Prodemos • პროდემოსი.
პროექტის ქომიუნითი პარტნიორები კი DataFest TbilisiiZoomout • ზუმაუთი და Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნიპროექტის მედია მხარდამჭერები Forbes Georgia, „ბიზნესპრესნიუსი“ და Matekter.ge.

 

Vivo-ს ახალი სმარტფონი, რომელსაც გიგანტური, მოძრავი კამერა აქვს

რა ვქნათ, როცა ჩვენ მზად ვართ ბიზნესის მუშაობის განახლებისთვის, ჩვენი თანამშრომლები კი – არა?