in

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა TESS უკვე 2200-ზე მეტი პოტენციური პლანეტა აღმოაჩინა!

კოსმოსურ სააგენტოს შემდგომი დაკვირვებისთვის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენების იმედი აქვს

NASA-ს TESS-მა ადვილად მიაღწია მიზნებს! როგორც კოსმოსური სააგენტო აცხადებს, მისმა  ხომალდმა მისიის დაწყებიდან, ანუ 2018 წლიდან დღემდე 2200-ზე მეტი პოტენციური პლანეტა დააფიქსირა. მათ შორის ასობით პატარაა პლანეტაა, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა, კლდოვან რელიეფს მოიცავდეს და შეიძლება ითქვას, დედამიწის მსგავსიც კია,  თუმცა სრულებით არ არის საცხოვრებლად ვარგისი.

ზოგიერთი აღმოჩენა მართლაც არაჩვეულებრივია – კლდოვანი პლანეტა TOI-700 d მხოლოდ 100 სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული. LHS 3844  “ცხელი სუპერ-დედამიწაა”, უკიდურესად ახლოს მყოფი 11 საათიანი ორბიტით. TOI 1690 b იშვიათი გამონაკლისია, რომელიც პლანეტების მშთანთქავ წითელ გიგანტურ ვარსკვლავს გადაურჩა, ხოლო TOI 849 b ატმოსფერო დაკარგული პლანეტაა, ან შესაძლოა, არც არასდროს ჰქონია.

ბუნებრივია, არ არის გარანტირებული, რომ ყველა აღმოჩენა შემდგომ დაკვირვებას ექვემდებარება. ამ დროისათვის ძირითადი ყურადღება 120 პლანეტას ეთმობა და NASA-ს მომავალი კოსმოსური ხომალდის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის იმედი აქვს, რათა უფრო დეტალურად შეისწავლოს აღმოჩენილი პლანეტები. ასე რომც არ მოხდეს, პლანეტების უზარმაზარმა მოცულობამ უკვე ბევრი თქვა მათი მრავალფეროვნებისა და კოსმოსში მათი მნიშვნელობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მისიის დაწყებისას TESS-ს პირველი ორი წლის განმავლობაში 1600 პლანეტის პოვნა ევალებოდა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რა სიახლეს შემოგვთავაზებენ პირდაპირ კოსმოსიდან!

გაიგეთ, ვინ გაიმარჯვა დედამიწის საათის თემაზე გამოცხადებულ პოსტერების კონკურსში

500 Georgia-ს მეორე ნაკადის გამარჯვებულები თავიანთ გამოცდილებაზე გიყვებიან