in ,

NASA და ტომ კრუზი კოსმოსში პირველი ფილმის გადასაღებად ითანამშრომლებენ

NASA და ტომ კრუზი კოსმოსში პირველი ფილმის გადასაღებად ითანამშრომლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ავრცელებს NASA-ს ადმინისტრატორი – ჯიმ ბრიდენსტინი. პროექტის დეტალები უცნობია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გადაღებები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იგეგმება. როგორც ტვიტიდან ჩანს, NASA პოპულარული მედიის დახმარებით, აპირებს ინჟინრებისა და მეცნიერების ახალი თაობები შთააგონოს.

BOG
BOG

https://twitter.com/JimBridenstine/status/1257752395750289409?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1257752395750289409&ref_url=https%3A%2F%2Fwww.theverge.com%2F2020%2F5%2F5%2F21248460%2Fnasa-tom-cruise-movie-international-space-station

ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ფორმით მიიღებს ტომ კრუზი მონაწილეობას პირველ ფილმში, რომელსაც კოსმოსში გადაიღებენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის კარიერას – შესრულებულ როლებს, სავარაუდოდ, ის ფილმის მთავარ მოქმედ გმირად შეიძლება მოგვევლინოს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ – SpaceX-მა თებერვალში დააანონსა, რომ მსურველი მოქალაქეების კოსმოსურ სადგურზე გადაყვანას 2021 წლის მიწურულს, ან 2022 წლის დასაწყისში, ხომალდ Crew Dragon-ით შეძლებს. ფილმს, სავარაუდოდ, ამ შუალედში უნდა ველოდოთ. მანამდე, მიმდინარე წლის 27 მაისს, Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები პირველად გაემგზავრებიან.

საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, სადეზინფექციო კაბინა შეიქმნა

COVID 19 – შესაძლებლობები, თუ გამოწვევები მარკეტერებისთვის?