თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალში წითელ პლანეტაზე ცხოვრებას ვაპირებთ, შესანიშნავ სიახლეს წარმოადგენს… მეცნიერები გვეუბნებიან, რომ მარსზე ოდესღაც დიდი წყალდიდობები მოხდა, ახლა კი ამის მტკიცებულებას ნასას მტვრით დაფარული Curiosity-ის როვერი გვთავაზობს.
აღნიშნული მანქანისხელა რობოტია, რომელმაც ამ წლის დიდი ნაწილი Gediz Vallis-ის არხის შესწავლას დაუთმო, გამომშრალი კალაპოტის, რომელიც Sharp-ის მთისკენ მიედინება. მართალია, მარსი დღეს დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოზე 1000-ჯერ მშრალია, მაგრამ როვერმა მტკიცებულებები აღმოაჩინა იმისა, რომ დიდი ხნის წინ წითელმა პლანეტმა დიდი წყალდიდობები გადაიტანა. შესაბამისად, ოდესღაც სველ სამყაროს წარმოადგენდა!
ქვემოთ მოცემული სურათები კი ამ ყველაფერის ვიზუალურ მტკიცებულებას წარმოადგენს — „სავარაუდოდ, ეს ტერიტორია დიდი წყალდიდობებისა და ნარჩენების შედეგად ჩამოყალიბდა, რომლებმაც არხი ქვებით ამოავსო“:
Curiosity-ის როვერმა ეს წყალში ნამყოფი ქვებიც ყურადღებით შეისწავლა და გვითხრა, რომ ისინი „ჰალო“ ნიშანს შეიცავს, წყალიც ყველა აქ აღმოჩენილ მასალაშია ნაპოვნი და წყლით გამოწვეული ქიმიური რეაქციებიც გვთავაზობს თეთრ „ჰალო“ ფორმებს ზოგიერთ კლდეში.
თუმცა დედამიწისგან განსხვავებით, მარსს აღარ აქვს ატმოსფერო, წითელი პლანეტის ცხელი მეტალის ბირთვიც დიდი ხნის წინ გაცივდა და საბოლოოდ მზის ქარები შემოგვთავაზა, რამაც წითელი პლანეტა უდაბნოდ აქცია…
საინტერესოა, რომ Curiosity-ის როვერი მარსზე ჯერ კიდევ 2012 წელს დაეშვა და იგი დღემდე აგრძელებს პლანეტის შესწავლას. სურს, გაიგოს სიცოცხლისთვის საჭირო გარემო არსებობდა თუ არა ოდესმე წითელ პლანეტაზე. ამავდროულად, ნასას Perseverance-ის როვერი იქ 2020 წელს დაეშვა და იმ ელემენტებს, ნივთიერებებსა თუ თვისებებს იკვლევს, რომლებიც უძველესი ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე მიგვითითებს.
მართალია, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია გადაჭრით იმის თქმა, მარსი ოდესღაც წყლით დაფარული იყო თუ არა, მაგრამ რობოტი-მკვლევრები მუშაობას აგრძელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვებზე პასუხებს მალე მივიღებთ…