in

NASA-ს ახალი კონცეფციით ვარსკვლავთშორის სივრცეში 5 წელში მოვხვდებით

ახლად შემოთავაზებულმა მამოძრავებელმა სისტემამ თეორიულად მძიმე კოსმოსური ხომალდი მზის სისტემის საზღვრებს გარეთ 5 წელზე ნაკლებ დროში უნდა გადაიყვანოს, როცა ამისთვის ისტორიულ Voyager 1-ს 35 წელი დასჭირდა… კონცეფცია დამაინტრიგებლად ჟღერს და ამიტომაც მისცა მას NASA-მ წლის დასაწყისში 175 000-დოლარიანი გრანტი.

M2
M2

თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ჯერ მხოლოდ ფურცელზე არსებული ჩანაწერების სახით არსებობს და სხვა არაფერი გაკეთებულა. ყურადღებას კი იმიტომ იპყრობს, რომ აქვს პოტენციალი, ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაგვიყვანოს — თანაც, 50 წელში კი არა, სულ რაღაც 5 წელიწადში. ბუნებრივია, ეს ჩვეულებრივ ქიმიურ საწვავზე მომუშავე რაკეტებს არ შეუძლია და ამისთვის რაღაც უფრო დიდი დაგვჭირდება. 

აქ მზის სისტემაში და ვარსკვლავთშორის სივრცეში ახალ მამოძრავებელ არქიტექტურას განვიხილავთ, რომელსაც ტონიანი და მეტი ტვირთვის გადატანა სწრაფად შეეძლება, — განმარტავს არტურ დივოიანი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

ე. წ. გრანულების სხივის კონცეფცია ნაწილობრივ Breakthrough Starshot-ის ინიციატივით არის შთაგონებული, რომელიც მსუბუქი აფრების მამოძრავებელ სისტემაზე მუშაობს. მილიონობით ლაზერის დახმარებით, თეორიულად, პატარა პრობმა მეზობელ პროქსიმა კენტავრისკენ წასვლა სულ რაღაც 20 წელში უნდა მოახერხოს. მამოძრავებელი სისტემის კონცეფცია კი 2 ხომალდს მოითხოვს, ერთს ვარსკვლავთშორის სივრცეში გასამგზავრებლად, მეორეს კი დედამიწის ორბიტაზე მოსახვედრად. 

გრანულების სხივით, გარე პლანეტებს შეგვიძლია 1 წელზე ნაკლებ დროში მივაღწიოთ, 100 ასტრონომიული ერთეულით დაახლოებით 3 წელში და მზის გრავიტაციული ლინზის 500 ასტრონომიული ერთეულით დაახლოებით 15 წელში, — აცხადებს დივოიანი. 

უხეშად რომ ვთქვათ, ეს ასტრონომიული ერთეული დედამიწასა და მზეს შორის მანძილს წარმოადგენს, ანუ დაახლოებით 150 მილიონ კილომეტრზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება Voyager 1-ს, მან ეს 2012 წელს 122 ასტრონომიული ერთეულით მოახერხა.

ლაზერების ნაცვლად, გრანულების მიდგომა კი იმიტომ აირჩიეს, რომ ისინი, შესაძლოა, შედარებით დაბალი სიმძლავრის მქონე ლაზერებითაც დაიძრას. ამჟამინდელი მონაცემებით, აქ მხოლოდ 10-მეგავატიანი ლაზერის სხვისის გამოყენება შეუძლიათ. ლაზერის სხივისგან განსხვავებით, გრანულები ასე სწრაფად არ იცვლიან მიმართულებებს, რაც უფრო მძიმე კოსმოსური ხომალდის დაჩქარების საშუალებას იძლევა. გრანულები ფოტონებზე მძიმეცაა, ამიტომ უფრო მეტი რამის გადატანაც შეუძლია. 

Nasa-ს დაფინანსებული პროექტებიდან ეს ერთ-ერთია, რომელიც პირველ ფაზაში კონკრეტული კონცეფციის შესრულების ალბათობის დამტკიცებაზე იზრუნებს. ამისთვის, მამოძრავებელი არქიტექტურის სხვადასხვა ქვესისტემის დეტალურ მოდელირებასა და ექსპერიმენტულ კვლევებს მიმართავენ…

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს!

#ჩვენვქმნითალიანსს სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მოწინავე ხაზზე – „ალიანს ჯგუფის“ გუნდი კომპანიის შესახებ