in

Voyager 2 კოსმოსში 2026 წლამდე დარჩება

Voyager 2-ის გაუქმება მას შემდეგ გადაიდო, რაც NASA-მ აღმოაჩინა გზა, რომლითაც მას 2026 წლამდე შეინარჩუნებს. დიახ, Voyager 1 და 2 კოსმოსური ფრენის 45-წლიან ისტორიაში მნიშვნელოვან მეცნიერულ ინფორმაციას აწვდიდა მათ. დღეს კი ეს ზონდები ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობენ, იმაზე უფრო შორ მანძილზე, ვიდრე ნებისმიერი კოსმოსური ხომალდი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი ყოფილა. შესაბამისად, ნასას მისი არსებობის საკითხი რომ ადარებს, გასაკვირი არც არის… 

M2
M2

ყველაფერი კი 1977 წელს დაიწყო, როცა ზონდები კოსმოსში ერთი თვის შუალედით გაემგზავრა. თავდაპირველად 4-წლიანი მისიით, რაც სატურნისა და იუპიტერის გვერდით გავლას გულისხმობდა — ისინი „ოქროს ჩანაწერით“ გაუშვეს, ანუ ინფორმაციით, რომელიც უცხოპლანეტელებს დედამიწაზე „მოუყვებოდა“. თუმცა ფაქტია, მათი მოგზაურობა კოსმოსში 45 წელია გრძელდება, ეს კი იმან გამოიწვია, რომ ზონდებმა მოლოდინებს გადააჭარბა…

სწორედ ამიტომ, NASA-მაც არ დააყოვნა მისიების გაფართოება, იგი ჯერ ნეპტუნსა და ურანს უნდა სტუმრებოდა, შემდეგ კი იმაზე უფრო შორს წასულიყო, ვიდრე სხვა ზონდები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰელიოსფეროს უნდა გასცდენოდა. ეს სფერო კი დედამიწისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის გვიცავს გალაქტიკური კოსმოსური რადიაციის გამოსხივებისგან. ხოლო, იმის გამო, რომ „ვოიაჟერის“ ზონდებმა ეს წარმატებით მოახერხეს, მათი გაზომვებიც უპრეცედენტო ხედვას გვაწვდის ჩვენს სამყაროზე. 

აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ზონდები მთელი ამ ხნის განმავლობაში გენერატორებით იმუხტება, რომლებიც სითბოს ელექტროენერგიად აქცევს. შესაბამისად, მაშინ, როცა  ენერგიის წყარო სუსტდება, NASA-ს ინჟინრებს მის შესანარჩუნებლად არასასურველი ინსტრუმენტების გათიშვა უწევთ, იქნება ეს კამერები თუ გამათბობლები. ახლა კი, როცა Voyager 2 ენერგიის უკანასკნელ რეზერვებს მიუახლოვდა, მეცნიერებმა ჭკვიანური ხრიკი მოიფიქრეს, რამაც მათ ცოტა ხნით ზონდის სიცოცხლის გაუმჯობესების საშუალება მისცა!

კონკრეტულად კი იპოვეს გზა, რათა ენერგია უსაფრთხოების მექანიზმიდან გადართონ. ეს მექანიზმი კი, თავის მხრივ, შექმნილია იმისათვის, რომ ჩაირთოს, როცა ვოიაჟერი ძაბვის ცვალებადობის გამო არ მუშაობს. 

„ცვლადი ძაბვა რისკს ქმნის ინსტრუმენტებისთვის, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით ეს საკმაოდ პატარა რისკია. ალტერნატივა კი დიდ ჯილდოს გვთავაზობს, მეცნიერული ინსტრუმენტები უფრო დიდხანს გვქონდეს აქტიური. მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით და როგორც ჩანს, ახალი მიდგომა მუშაობს“, — ამბობს სუზან დოდი, Voyager-ის პროექტის მენეჯერი. 

შესაძლოა, NASA-მ მისი გამოყენება Voyager1-ზეც ცადოს, ზუსტ გადაწყვეტილებას კი კოსმოსური სააგენტო მომდევნო წელს გაგვაცნობს… 

როგორ მოქმედებს დემენცია ქალებზე? — სევდიანი რეკლამა

RPA — რობოტული პროცესების ავტომატიზაცია