7
Jun
2019

NASA კოსმოსურ სადგურს მარკეტერებისა და ტურისტებისთვის, 2020 წლიდან გახსნის

7 Jun 2019

2020 წლიდან, NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტურისტებს გაუშვებს და გარდა ამისა, კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, ხომალდის სივრცე სხვადასხვა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ. მაგალითად, კომპანიებს შეეძლებათ კოსმოსურ სადგურზე გადაიღონ ვიდეორეკლამა თუ ფილმი. მოკლედ რომ ვთქვათ, ნასა საშუალებას მისცემს კერძო კომპანიებს იყიდონ დრო და სივრცე კოსმოსურ სადგურზე, მარკეტინგული თუ ტურისტული მიზნებისთვის.

რაც შეეხება ტურისტულ მიზნებს. ასტრონავტ ტურისტებს ნასა წელიწადში ორჯერ გაგზავნის კოსმოსურ სადგურზე. თითოეული მისია 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა, ერთი ღამე კოსმოსურ სადგურზე დარჩენა $35,000 დაგიჯდეთ.

გარდა იმისა, რომ შეგვიძლია სულ რაღაც ერთ წელიწადში, კოსმოსური ტურიზმის გააქტიურებას დავაკვირდეთ, შეეგვიძლია ვნახოთ, რომელი კომპანია გადაიღებს პირველ ვიდეორეკლამას კოსმოსში, ან რომელი ფილმი იქნება პირველი, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიღებენ.

განხილვა