in

NASA ხმის სიჩქარეზე 4-ჯერ სწრაფი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს

ნასა აუთვისებელი ტერიტორიებისკენ მიისწრაფვის, რადგან კომერციული თვითმფრინავის შექმნას გეგმავს, რომელსაც ხმის სიჩქარეზე 4-ჯერ მეტით აფრენა შეეძლება. ეს რაღაც სამეცნიერო-ფანტასტიკის სიუჟეტში კი უფრო ჯდება, მაგრამ რეალური საფუძველიც აქვს… კოსმოსური სააგენტო მიზნად ისახავს, ამ თეორიულმა თვითმფრინავებმა Mach 4-ზე იმოგზაურონ, რაც Concorde-ის სიჩქარეზე 2-ჯერ მეტია.

ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ახსოვდეს კიდეც, რომ Concorde-მა ბოლო კომერციული გაშვება 2003 წელს შეასრულა. აბა, რა აფიქრებინებს ნასას იმას, რომ წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც Concorde დამარცხდა? დრო შეიცვალა და ტექნოლოგიურმა წინსვლამაც გააჩინა ახალი იმედები. მიუხედავად იმისა, რომ კონკორდის დაცემას მაღალი განვითარებისა და ოპერაციულ ხარჯებს მიაწერდნენ…

ამჟამად კი NASA, Lockheed Martin-თან ერთად, X-59 QueSST ექსპერიმენტულ თვითმფრინავზე მუშაობს. ხოლო შემდგომი კვლევითი ფაზა 12-თვიან კონტრაქტებს მოიცავს, რათა აირჩიონ კომპანიები და დაავალონ მათ კონცეფციის დიზაინისა თუ ტექნოლოგიური რუკების შედგენა. 

QueSST-ის მიზანი მარეგულირებლებისთვის ღირებული მონაცემების მიწოდების ირგვლივ ტრიალებს, რაც პოტენციურად იმოქმედებს ხმელეთზე არსებული კომერციული ზებგერითი ფრენის რეგულაციებზე. ამ კუთხით საჰაერო გიგანტები Boeing და Northrop Grumman ლიდერობენ, რომელთაც სტარტაპები Boom Supersonic და Spike Aerospace შეუერთდნენ. Boom Supersonic XB-1-ის პროტოტიპის სატესტო ფრენას წლის ბოლომდე გეგმავს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

Zoooooooooooom — კომპანიის „ახალ სახელს“ ცნობილი კომენტატორი ახმოვანებს

წინაპართა სახლში გაცოცხლებული ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია