in

გზავნილი კოსმოსური ცივილიზაციებისთვის — NASA-ს ახალი მისია

NASA-ს ერთ-ერთი უახლეს ზონდს კოსმოსისკენ კაცობრიობის გზავნილი მიაქვს, რაც ჩვენი პატარა, „ლურჯი წერტილის“ მიღმა სიცოცხლის ძიებას უკავშირდება. როგორც Gizmodo იუწყება, კოსმოსურმა სააგენტომ არაკომერციული ორგანიზაცია დაიქირავა, რათა ვარსკვლავთშორისი შეტყობინება ერთობლივად შეედგინათ — სურთ გაიგონ, რამდენადაა იუპიტერის ყინულოვანი მთვარე „ევროპა“ სიცოცხლისთვის შესაფერისი; ამავდროულად, „კოსმოსურ არსებებთან“ კომუნიკაციის დამყარებაზეც ფიქრობენ.

M2
M2

„METI-ის პირველი წვლილი პროექტში ლინგვისტიკის მეცნიერებას ეყრდნობა. ეს საშუალებას გვაძლევს, ენების ფართო ნიმუში განვსაზღვროთ, რომელიც შეტყობინების ფირფიტაზეა დატანილი“, — აცხადებს METI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი დუგლას ვაკოჩი. სამკუთხა ზონდზე დამონტაჟებულ ფირფიტაზე ამერიკელი პოეტის, ადა ლიმონის პოემაა დატანილი, რომელიც სპეციალურად ამ მისიისთვის დაწერა: „In Praise of Mystery: A Poem for Europa“.

გარდა ამისა, ნასამ შეადგინა ჩანაწერები, რომლებშიც ადამიანები სიტყვა „წყალს“ 103 გლობალურ ენაზე ამბობენ. შემდეგ კი ეს ხმოვანი ინფორმაცია ვიზუალურ ტალღად აქცია, რაც ზონდზე ამოიტვიფრა ულამაზესი ვარსკვლავური დიზაინით. ასევე, კოსმოსურმა სააგენტომ ზონდს თან დაურთო „დრეიკის განტოლება“ — ფორმულა ასტრონომმა ფრენკ დრეიკმა 1961 წელს შეიმუშავა იმის დასადგენად, თუ რამდენი მოწინავე ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს…

საბოლოო ჯამში, როგორც ვაკოჩი განმარტავს, Europa Clipper-ის გზავნილი უფრო მეტად დროის კაფსულაა კაცობრიობისთვის.

BTU „iOS LAB“ Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა

ზედაზენი Krombacher-ის ოფიციალური წარმომადგენელია