in ,

NASA და Microsoft ერთიანდებიან — მალე AI Earth Copilot დედამიწის მონაცემებს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის

ყოველდღიურად ნასას სატელიტები დედამიწის ირგვლივ მოძრაობს და უამრავ ინფორმაციას აგროვებს, რომელიც ჩვენი პლანეტის შესახებ მეტის გაგებაში გვეხმარება. დაწყებული ხანძრების მონიტორინგით და დამთავრებული კლიმატის ცვლილებაზე თვალყურის დევნებით, ამ მონაცემებს აქვს პოტენციალი, მეცნიერულ აღმოჩენებამდეც კი მიგვიყვანოს, გვიკარნახოს პოლიტიკური ცვლილებები და მხარი დაუჭიროს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ურბანული დაგეგმარება და კატასტროფებზე რეაგირება.

თუმცა შეგროვებული მონაცემების 100 პეტაბაიტში ნავიგაცია გამოწვევას ჰგავს, სწორედ ამიტომ NASA-მ Microsoft-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა — Azure OpenAI სერვისის გამოყენებით NASA Earth Copilot შეიქმნება, რომელიც სრულად გარდაქმნის ადამიანების დედამიწის მონაცემებთან ურთიერთქმედების გზას. 

ეს მონაცემები საკმაოდ კომპლექსურია და ნავიგაციისთვის ტექნიკურ გამოცდილებასაც საჭიროებს ხოლმე. შედეგად, მონაცემები მკვლევრებისა და მეცნიერების შეზღუდული ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა ნასა სულ უფრო მეტ მონაცემს იღებს თანამგზავრებიდან, რითაც ეს ჯგუფი კიდევ უფრო შეიძლება, შეიზღუდოს… 

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მონაცემები მეტად ხელმისაწვდომი და მომხმარებლებზე მორგებული გაეხადა. მათ სურთ, მონაცემებზე წვდომის პროცესის დემოკრატიზაცია და ტექნიკურ ბარიერებთან გამკლავება, რათა აუდიტორიის მრავალ ჯგუფს მისცენ წვდომა, დაწყებული მეცნიერებით, გაგრძელებული მასწავლებლებით და დამთავრებული მთლიანი საზოგადოებით.

გამოსავალი კი Earth Copilot-ია, რომელიც მონაცემებზე წვდომასაც გაამარტივებს და უფრო ფართო საზოგადოებას მისცემს Earth Science-ის ბაზებთან ინტერაქციის საშუალებას. ეს სრული ტრანსფორმაციაა იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს მოძებნონ, აღმოაჩინონ და გაანალიზონ ნასას გეოსივრცითი მონაცემები. 

მთავარი გასაღები კი ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ Azure OpenAI Service-ში იმალება, რომელიც ძლიერ AI მოდელებზე უზრუნველყოფს წვდომას და ბუნებრივი ენის დამუშავებას გვთავაზობს, რაც დეველოპერებს ჭკვიანი AI-ის დანერგვის საშუალებას აძლევს თავიანთ აპლიკაციებში. ამგვარად, მათ მარტივი ენით შეუძლიათ მიმართონ მას და ისეთი კითხვა დაუსვან, როგორიცაა: როგორ იმოქმედა კოვიდმა ჰაერის ხარისხზე ამერიკაში?.

ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელსაც კომპლექსურ მოთხოვნებთან და დიდ მონაცემთა ბაზებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია, უზრუნველვყავით, რომ მომხმარებლებს მარტივად შეეძლოთ საჭირო ინფორმაციის სწრაფად პოვნა ისე, რომ არ შეფერხდნენ ტექნიკური გამოწვევებით. ჩვენი მიზანია მარტივი გამოსავლის შეთავაზება, რომელიც ისევე განვითარდება, როგორც ნასას მონაცემები, ხელსაწყოები და აპლიკაციები, — აცხადებს ხუან კარლოს ლოპესი, NASA-ს ყოფილი ინჟინერი და Microsoft-ის Azure-ის სპეციალისტი.

ეს ამბავი დიდ სარგებელს მოუტანს მეცნიერულ საზოგადოებას, მაგალითისთვის მკვლევრებს შეეძლებათ, ნაკლები დრო გაატარონ მონაცემების მოძიებაში და მეტი რესურსი დაუთმონ ანალიზსა თუ აღმოჩენებს. კლიმატის მეცნიერები სწრაფად მიიღებენ წვდომას ისტორიულ მონაცემებზე, სოფლის მეურნეობის ექსპერტებს კი შეუძლიათ გაიგონ ნიადაგისთვის საჭირო ტენიანობის დონეების შესახებ. ხოლო მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოსწავლეებს რეალური მაგალითებით ესაუბრონ და მეტად დააინტერესონ ისინი…

ამ თანამშრომლობის მიღმა არსებული ხედვა AI-სა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით სარგებლობას ეხება, რათა დედამიწის ინსაითები იმ საზოგადოებებამდე მივიტანოთ, რომლებსაც აქამდე არ ემსახურებოდა, სადაც მონაცემებზე წვდომა ხელშესახებ გაუმჯობესებამდე მიგვიყვანს. მომხმარებლებისთვის შესაძლებლობის მიცემით, დაუკავშირდნენ მონაცემებს მარტივი ენობრივი მოთხოვნით, ჩვენ ვეხმარებით კოსმოსური ინფორმაციის დემოკრატიზაციის პროცესს, — აცხადებს მინ ნუენი, Microsoft-იდან.

ამგვარად, ნასასა და მაიკროსოფტის თანამშრომლობა ხაზს უსვამს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას ადამიანების გაძლიერება, ინოვაციებისთვის კარგი ნიადაგის შექმნა და პოზიტიური ცვლილებების უზრუნველყოფა…

რატომ უნდა დააპრიორიტეტოთ „ნეთვორქინგი” 2025 წელს

7 გზა, თუ როგორ გავუფრთხილდეთ პლანეტას