in

ISS-ის განადგურებას „დრაკონით“ აპირებენ — NASA X SpaceX

საერთაშორისო კოსმოსური სადგური უკვე 23 წელია, რაც ასობით ასტრონავტის სამოთხეა, მაგრამ მისი დრო დათვლილია… ივნისში ნასამ განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს 843 მილიონ დოლარს გადაუხდიდა, რათა ისინი მათ საერთაშორისო კოსმოსის სადგურის დაშლაში დახმარებოდნენ. ახლა კი ამ ამბის შესახებ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.

M2
M2

ფაქტები ასეთია: ISS-ის დეორბიტიზაციის გეგმებში მთავარ როლს განსაკუთრებული უნარების მქონე, ძალიან დიდი Dragon-ის კოსმოსური ხომალდი შეასრულებს და ცეცხლოვან ვარდნას შემოგვთავაზებს ოკეანეში. ეს კი დაახლოებით 2031 წლისთვის უნდა მოხდეს. 

თუმცა მანამდე SpaceX გეგმავს არსებული Cargo Dragon გააძლიეროს 46 Draco ძრავით — ეს კი ჩვეულებრივ Draco-ზე 30-ით მეტია. დეორბიტისთვის განკუთვნილი მანქანა დაახლოებით ორჯერ გრძელი იქნება ჩვეულებრივ Dragon-ის ხომალდზე და დაახლოებით 4-ჯერ მეტ სიმძლავრესაც შემოგვთავაზებს. ეს ყველაფერი ვიზუალურად მარტივად წარმოსადგენი რომ ყოფილიყო, SpaceX-მა Dragon-ის ფოტოც შემოგვთავაზა:

მისიის ხელმძღვანელი სარა უოკერი ამბობს, რომ აქ ყველაზე რთული ნაწილი დაწვის პროცესი იქნება, რომელიც ISS-ს საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიიყვანს: ეს ნამწვი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს კოსმოსური სადგურისთვის, ატმოსფერული წნევით გაზრდილ მაჩვენებლებსაც უნდა გაუძლოს და უზრუნველყოს, რომ ISS საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიიყვანოს.

ეს დანიშნულების ადგილი კი ოკეანის შორეული ნაწილი იქნება, უფრო ზუსტად სამხრეთის წყნარი ოკეანე, მაგრამ როგორც ვიგებთ, კონკრეტული ლოკაცია ნასას ჯერ არ შეურჩევია. თუმცა ის კი ვიცით, რომ როცა საქმე ფეხბურთის მოედნისხელა კოსმოსური ხომალდის დეაქტივაციაზეა, ნასა არ გარისკავს მის მოხვედრას არსად, ღია ოკეანის გარდა.

ხოლო უოკერისთვის კოსმოსის კვლევის ამ მნიშვნელოვანი თავის დასრულება დიდი პატივია… ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს Dragon პირველი კომერციული ხომალდი იყო, რომელიც ISS-ზე დაეშვა. ხოლო თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება, ბოლო ხომალდი იქნება მათ შორის, რომელიც ISS-ზე მოხვედრილა. 

ამ ეტაპისთვის კი NASA და Roscosmos საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გამოყენებას 2030 წლამდე აპირებს, ხოლო შემდგომში ორივე ახალ სადგურზე გადასვლას გეგმავს… 

Salesforce-მა აინშტაინის ავტონომიური AI აგენტი შექმნა

რა დავპოსტოთ LinkedIn-ზე მიმდევრების რაოდენობისა და ჩართულობის გასაზრდელად